ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება დაიწყო.
მიმდინარე წლის პირველი ეტაპისათვის შერჩეული იქნა 25 პირი, რომელთა შორისაც არიან აღმზრდელები და ბაღის მენეჯერები.
შერჩეული პერსონალი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების 66 საათიან ტრენინგ-მოდულს გაივლის, რომლის მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
„ტრენინგ-მოდული შედგება 11 სესიისაგან, თითოეული სესიის ხანგრძლოვობა არის 6 საათი. ტრენინგ-მოდულის წარმატებით გასავლელად მონაწილემ უნდა დააგროვოს 60 ქულა 100 ქულიდან, რის შემდეგაც გადაეცემა ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ტრენინგს უძღვება „საქართველოს პორტიჯის ასოციაციის“ ტრენერი, ნათია კუხალეიშვილი“, - იტყობინება ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სულ 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები