გუშინ, 15 ივნისს, გურჯაანში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქალაქს მყუდროება დაურღვია.
წვიმის დროს, მდინარე ნავთისხევისმა, მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ნაწილი წალეკა.
წყალმა გაიტაცა და დაამტვრია ავტომანქანები, დაიტბორა ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, კომერციული ფართები და სხვა ნაგებობები.
როგოგორც skolamdelebi.ge-ს გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში უთხრეს, სტიქია საბავშვო ბაღებს არ შეხებია და სააღმზრდელო პროცესი დღეს, 16 ივნისს, ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
„გურჯაანის ბაღებში არანაირი პრობლემა არ შექმნილა და არც რაიმე პრობლემის შესახებ შემოსულა ჩვენთან ზარი. ისეთ ადგილას მდებარეობს ის ხევი, რომელიც ადიდდა და დააზიანა შენობები და ქუჩები, რომ საბავშვო ბაღები მის ეპიცენტრში ვერ მოხვდებოდნენ. ელექტროენერგია აღდგენილია და მიეწოდება საბავშვო ბაღებს, გაზის მილებია დაზიანებული და ბაღებში გაზს არ ვხმარობთ“, - გვითხრეს გაერთიანებაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლებს სტიქია არ შეხებია. ქალაქში კი 4 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.
იხილეთ ასევე: