ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის, აღსაზრდელების და ასევე საბავშო ბაღების რაოდენობის აღწერა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილებაა.
ვისგან იღებს აღნიშნული სამსახური ინფორმაციას და რის აღწერა ევალება, ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ.
დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს მუნიციპალიტეტებისგან მიღებულ სტატისტიკურ ინფორმაციას.
სტატისტიკური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს შემდეგ საკითხებს:
203 აღმზრდელ-პედაგოგით ნაკლები და 20-ით მეტი საბავშვო ბაღი - განახლებული სტატისტიკა
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია ჩატარდა.
დღეს არსებული ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში სულ 1704 საჯარო ბაღი ფუნქციონირებს, სტატისტიკის დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემებით კი, ეს რიცხვი 1668-ს შეადგენს.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების მართვის სადავეებს მუნიციპალიტეტები აიღებენ და პროცესსაც ისინი წარმართავენ