მონიტორინგი - ვის შეუძლია საბავშვო ბაღის დირექტორების წახალისება ან პასუხისმგებლობის საკითხს დაყენება
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოებსა და გაერთიანებებში ფუნქციონირებს მონიტორინგის განყოფილება.
რა ფუნქციები აკისრიათ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესბულებების მონიტორინგის სამსახურებს?
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წესდებაში ამ სამსახურის ფუნქციები ასეა ჩამოყალიბებული:
- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ჰიგიენის, კვების, აღსაზრდელთა ჯანმრთელობის დაცვის, აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვის და შენობის არსებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობის გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი;
- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში დანერგილი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის, სტანდარტების, ინკლუზიური მიდგომების დანერგვის და განხორციელების, ასევე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობის გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი;
- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ფინანსური საქმიანობის, განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვების გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი;
- სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვთა რეგისტრაციის, ჩარიცხვა/ამორიცხვის, აღსაზრდელთა აღრიცხვის, თანამშრომელთა შრომითი პირობების დაცვის, შრომის დისციპლინის დაცვის, საქმისწარმოების და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გეგმიური ან/და შერჩევითი მონიტორინგი;
- სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა მიერ, შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შემოსულ განცხადება/საჩივრების განხილვა და საპასუხო გადაწყვეტილების/წერილის პროექტების მომზადება;
- მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა დაწესებულებებთან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა;
- მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სააგენტოს დირექტორისა და კურატორი დირექტორის მოადგილის წინაშე, სააგენტოს თანამშრომელთა და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების დირექტორების დისციპლინური პასუხისმგებლობის ან წახალისების ზომების გამოყენების შესახებ საკითხის დასმა;
- უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის მეთოდოლოგიის განვითარების მიმართულებით;
- ხელი შეუწყოს სკოლამდელ დაწესებულებებში თანამშრომელთა პროფესიულ განვითარების პროცესს;
- ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პროცესს;
- ხელი შეუწყოს გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ–ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
- ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას;
- სააგენტოს და ბაგა–ბაღების მუშაობის გაუმჯობესების, ასევე, ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ახალი ინიციატივების წარმოჩენა.
- სააგენტოს წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის მიზნების მისაღწევად, სააგენტოს დირექტორის და კურატორი დირექტორის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცალკეული დავალებების შესაბამისად, სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.
იხილეთ ასევე:
საზაფხულო ბაღების ჩამონათვალი - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება თბილისის ათივე რაიონში იმუშავებს
განაცხადის ნიმუში, რომელიც საბავშვო ბაღებმა განათლების სამინისტროს უნდა წარუდგინონ - თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტების ნუსხა