დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღი ვალდებულია, ამ მცენარეების შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტში აღრიცხოს
14.06.2023

საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეები არ უნდა წარმოადგენდნენ საფრთხეს ბავშვის და პერსონალის ჯანმრთელობისთვის, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევიშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შენობაში, ეზოში, გარე სივრცეში არსებული მცენარეების შესახებ ინფორმაცია. მწვანე საფარის შესახებ ინფორმაცია აღრიცხული უნდა იყოს შესაბამის ინვენტარიზაციის დოკუმენტში და ინახებოდეს.

მცენარეების შესახებ ინფორმაცია აუცილებლად უნდა მოიცავდეს მონაცემებს მცენარის პერსონალის/ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების შესახებ.

საფრთხის შემცველი მცენარეების არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებამ შესაბამისი გაუვნებელყოფის ზომები უნდა მიიღოს.

ასევე იხილეთ:

თბილისში 45 საზაფხულო ბაღი იმუშავებს - დეტალები

საბავშვო ბაღის მზარეულს კატეგორიულად ეკრძალება ფრჩხილზე ლაქის წასმა - დოკუმენტში გაწერილი ჰიგიენა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი