დღის თემა
etaloni.ge
განაცხადის ნიმუში, რომელიც საბავშვო ბაღებმა განათლების სამინისტროს უნდა წარუდგინონ - თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტების ნუსხა
14.06.2023

საბავშვო ბაღებმა, 2023 წლის ბოლომდე, თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსონ. 2024 წელს კი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის შედგება ავტორიზაციის განრიგი, რომელიც დაეფუძნება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებების შედეგებს. 2025-2029 წლებში, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ავტორიზაციის განაცხადის წარდგენის წესი და სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა.

ავტორიზაციის განაცხადი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, შეუძლია, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში წარადგინოს როგორ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ისე მატერიალური სახით, რა დროსაც ავტორიზაციის განაცხადის შევსებული ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით; ასევე, - ცენტრის ოფიციალური ელექტრონულ ფოსტის - info@eqe.ge-ს მეშვეობით.

ცენტრში წერილობითი ფორმით წარმოდგენილი ავტორიზაციის განაცხადი შევსებული უნდა იყოს დაწესებულების სატიტულო ფურცელზე და უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობას;

გ) მოთხოვნას;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ე) განაცხადზე თანდართული დოკუმენტების ნუსხას;

ვ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადზე უნდა ფიქსირდებოდეს ორგანიზაციის კვალიფიციური შტამპი.

დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოდგენილ ავტორიზაციის განაცხადს დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა;

ბ) თვითშეფასების ფორმით განსაზღვრული დანართები;

გ) დამატებითი დანართები, რომლითაც დაწესებულება ადასტურებს ავტორიზაციის სტანდარტების დიკატორის/კრიტერიუმის/კომპონენტის შესრულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ მითითებულ ბმულზე:

სტატუსის მაძიებლის ფორმა.

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

როგორ შეირჩა 7 საბავშვო ბაღი თვითშეფასების პლატფორმის პილოტირებისთვის - „ახალი პროგრამა ძირფესვიანად გაიტესტა“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი