დღის თემა
etaloni.ge
თბილისის ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის წესები შეიცვალა და ვადები ისევ უცნობია
14.06.2023

თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია ივლისში დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 14 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალები ხვალ გახდება ცნობილი?

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის წესები შეიცვალა და 2023-2024 სასწავლო წლისთვის ორის მაგივრად სამ ეტაპად ჩატარდება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.ge.

„მოგეხსენებათ, ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას. ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც სხვა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს.

ასევე, თუ დღემდე, რეგისტრაცია ტარდებოდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული, სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამეტაპიანი რეგისტრაცია. პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული, სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. 

აღნიშნული ცვლილებებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ, უკვე ივლისში, გამოვაცხადებთ რეგისტრაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასე რომ, თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის თარიღები ჯერჯერობით ისევ უცნობია.

იხილეთ ასევე:

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი