გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა, ნატა რუაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გაერთიანების ხელმძღვანელმა საბავშვო ბაგა-ბაღების ავტორიზაციის პირველ ეტაპზე - თვითშეფასების კითხვარის შევსების შესახებ ისაუბრა, რომელიც კახეთის რეგიონში გურჯაანიდან იწყება.
მისივე განმარტებით, კითხვარის შევსების პროცესში ყველა ბაღიდან მენეჯერის ჩათვლით ოთხი თანამშრომელი ჩაერთვება.
ნატა რუაძემ გურჯაანის რეგიონში არსებულ 37-ვე სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი“ გადასცა, რომელიც ავტორიზაციის გავლის პროცესში მათი სახელმძღვანელო იქნება.
იხილეთ ასევე: