დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვს აქვს უსაქმოდ ყოფნის უფლება“ - მასწავლებლის მიერ შედგენილი ბავშვთა უფლებების მანიფესტი
01.11.2022

იტალიელი მასწავლებელი, ეკოლოგი, მოყვარული მეთოჯინე, წიგნების ავტორი და ილუსტრატორი ჯანფრანკო ზავალონი გახლავთ ასევე ავტორი მანიფესტისა, რომელიც ეხმარება ბავშვს გაიზარდოს ბუნებასთან ჰარმონიაში.

ჯანფრანკო ზავალონი თვლის, რომ ბავშვს აქვს უფლება, გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, უსმინოს ადამიანებს თუ ჩიტების ჭიკჭიკს.

იტალიელი მასწავლებლის მიერ  ბავშვის აუცილებელი ბუნებრივი უფლებების ჩამონათვალი ასეთია:

1. უფლება - იყოს უსაქმოდ
ჰქონდეს ისეთი დრო, რომელიც არ არის დაგეგმილი უფროსების მიერ.

2. უფლება - დაისვაროს

ითამაშოს ქვიშით, მიწით, ბალახით, ფოთლებით, წყლის კენჭებით, ქვებითა და პატარა ტოტებით.

3. უფლება - შეიგრძნოს სხვადასხვა სურნელი
ამოიცნოს ის სურნელები, რომლებსაც სთავაზობს ბუნება.

4. საუბრის უფლება
რათა თავად მოუსმინოს და მას მოუსმინონ.

5. უფლება - აკეთოს თვითონ

დააჭედოს ლურსმნები, გახერხოს და გააშალაშინოს, გამოიყენოს ზუმფარას ქაღალდი, წებო, გამოძერწოს, გადააბას და გაკვანძოს თოკი, დაანთოს ცეცხლი.

6. უფლება - იცხოვროს ჯანსაღ გარემოში
დაბადებიდან მიიღოს ჯანსაღი საკვები, დალიოს სუფთა წყალი და ისუნთქოს სუფთა ჰაერით.

7. უფლება - ითამაშოს გარეთ
თავისუფლად ითამაშოს სკვერში, ისეირნოს ქუჩაში.

8. უფლება - იყოს ბუნებაში
ააშენოს კარავი ტყეში სათამაშოდ, ითამაშოს დამალობანა ლერწმებში და უბრალოდ ხეზე იძრომიალოს.

9. უფლება - მოუსმინოს სიჩუმეს
ქარის ხმა, ჩიტების ჭიკჭიკს, წყლის ჩხრიალს.

10. უფლება - დააკვირდეს შუქჩრდილებს
უყუროს მზის ამოსვლას და ჩასვლას, დატკბეს მთვარისა და ვარსკვლავების ცქერით.
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი