დღის თემა
etaloni.ge
როგორ დავამზადოთ პლასტელინი - დაგჭირდებათ 6 ინგრედიენტი
13.06.2023

პლასტელინის დამზადება, რომელიც ბავშვების გონების, ფანტაზიისა და ნატიფი და წვრილი მოტორიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ, როგორც ოჯახში, ისე საბავშვო ბაღში, პატარებთან ერთად დაამაზადოთ.

ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის პლატელინი საუკეთესო გასართობია და გაითვალისწინეთ, რომ ასე დამზადებული პლასტელინი ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

პლასტელინის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი

1 ჩაის ჭიქა ფქვილი

ნახევარი ჩაის ჭიქა ძალიან წვრილად დაფქული მარილი

ერთი სუფრის კოვზი ზეთი

ერთი სუფრის კოვზი ლიმონმჟავა

ფერის მისაცემად დაგჭირდებათ საკვები საღებავები.

მომზადების წესი:

სხვადასხვა ფერის მისაღებად, საღებავები მდუღარე წყალში სათითაოდ, ჭიქებში გახსენით.

შემდეგ კი თითოეულს შეურიეთ ყველა აქ ჩამოთვლილი ინგრედიენტი და კარგად მოზილეთ. თუ თხელი გამოგივათ, შეგიძლიათ, ფქვილი დაუმატოთ და სასურველ სისქემდე მიიყვანოთ.

ასე მომზადებული პლასტელინი საერთოდ არ ეკვრება ხელს და ისე გამოიყურება და იმდენად იდეალურია სათამაშოდ, საერთოდ არ ეტყობა, რომ ის სახლში გააკეთეთ. თან, იმდენად ადვილი დასამზადებელია, რომ ბავშვებს თავად შეუძლიათ მისი შექმნა.

ასევე შეგიძლიათ, ყველა აქ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთიანად მოზილოთ, შემდეგ დაყოთ ნაწილებად, თითოეულს დაუმატეთ თხევადი საკვები საღებავი და ისევ კარგად დაზილოთ.

შენახვის პირობები:

საკვებ პარკში კარგად შეფუთეთ, რომ ჰაერმა არ შეაღწიოს. ასე საკმაოდ დიდხანს შეძლებთ მის გამოყენებას.

იხილეთ ასევე:

ქვიშაზე და ფქვილზე ხატვა საბავშვო ბაღში - რა უნარებს ავითარებს აქტივობა

სახლის აშენება პლასტელინის და მაკარონის გამოყენებით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი