სკოლამდელ დაწესებულებაში პერსონალის დანიშვნა ობიექტური და გამჭვირვალე უნდა იყოს - კითხვარი ბაღებისთვის
ავტორიზაციის გასავლელად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა 2023 წლის ბოლომდე თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსონ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი დაამტკიცა, რომელიც ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.
საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები
ავტორიზაციის მეოთხე სტანდარტი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერაა, რომელიც 7 პუნქტად იყოფა - პერსონალის მართვა და განვითარება, პროცესების მართვა, მატერიალური რესურსი, კვების ორგანიზება და კვებითი რაციონი, სანიტარულ‐ჰიგიენური ნორმები, ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოება და ფინანსური რესურსი.
ამჯერად გთავაზობთ ამ სტანდარტის სამ პუნქტთან დაკავშირებულ თვითშეფასების კითხვარს - პერსონალის მართვა და განვითარება, პროცესების მართვა და მატერიალური რესურსი.
პერსონალის მართვა და განვითარება
- დაწესებულება დაკომპლექტებულია პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მდგრად ფუნქციონირებას და ითვალისწინებს ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული;
- პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
- ბავშვთან მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალს აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის კომპეტენცია;
- დაწესებულებაში პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად;
- საგანმანათლებლო პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს როგორც ჯგუფთან საკონტაქტო საათებს, ისე არასაკონტაქტო საათების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს;
- პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცედურები უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით;
- დაწესებულება უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან;
- დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს;
- დაწესებულება უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების მიზნით პერსონალის საქმიანობის შეფასებას და საჭიროებათა მოკვლევას;
- პერსონალის განვითარება ხორციელდება დაწესებულების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით;
- დაწესებულება ხელს უწყობს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.
პროცესების მართვა‐დაწესებულების საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას
- დაწესებულებას იდენტიფიცირებული და აღწერილი აქვს მმართველობითი, ძირითადი და დამხმარე პროცესები;
- პროცესების მართვა ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად;
- დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვა და ამორიცხვა ხორციელდება დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
- დაწესებულება აწარმოებს ბავშვებისა და პერსონალის პირად საქმეებს დადგენილი წესის შესაბამისად.
მატერიალური რესურსი ‐ დაწესებულების მატერიალური რესურსი გამოიყენება დაწესებულების მისიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და შეესაბამება არსებულ და/ან დაგეგმილ ბავშვთა რაოდენობას
- დაწესებულება უზრუნველყოფს სააღმზრდელო‐საგანმანთლებლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მინიმუმ ავტორიზაციის ვადითა და დადგენილი ბავშვთა რაოდენობის გათვალისწინებით;
- დაწესებულებას აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- დაწესებულებას აქვს შენობა‐ნაგებობის სქემა;
- დაწესებულებას აქვს დოკუმენტი შენობა‐ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის შესახებ (გაცემული შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ);
- დაწესებულება განთავსებულია ცალკე მდგომ შენობაში ერთ (პირველი), ორ (პირველი და მეორე) ან სამ (პირველი, მეორე და მესამე) სართულზე ან დაწესებულება განთავსებულია შენობაში, რომელიც
პარალელურად გამოიყენება სხვა მიზნებისთვის თუმცა აკმაყოფილებს განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- ჯგუფური ოთახები განლაგებულია ერთ (პირველ), ორ (პირველ და მეორე) ან სამ (პირველ, მეორე და მესამე) სართულზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით;
- მესამე სართულზე განთავსებულია ადმინისტრაციული სათავსები/სარეკრეაციო სივრცეები/შიდა ან/და გარე სივრცე ფიზიკური აქტივობებისთვის /სასკოლო მზაობის ჯგუფი/ჯგუფები; ან მესამე სართულზე სასკოლო მზაობის ჯგუფის განთავსების შემთხვევაში, ამავე სართულზე განთავსებულია სანიტარული კვანძი/ები ბავშვებისათვის და მესამე სართულის კიბის უჯრედი დაცულია დამცავი ბარიერით;
- დაწესებულებაში დაცულია სახანძრო უსაფრთხოების წესები სახანძრო უსაფრთხოების შესახებ მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
- დაწესებულების შიდა და გარე ტერიტორიაზე განლაგებულია შემდეგი სავალდებულო სივრცეები:
- ჯგუფური ოთახი (ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად ან კურიკულუმის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე საერთო სივრცე ‐ ბავშვზე არანაკლებ 2 კვ.მ. გაანგარიშებით
- საძინებელი ოთახი/მოსასვენებელი სივრცე
- გასახდელი სივრცე (რომელშიც არსებობს ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ტანსაცმლის შესანახი კარადები/საკიდები)
- სან.კვანძი ბავშვებისთვის
- სან.კვანძი პერსონალისთვის
- ადმინისტრაციული სამყოფები (მათ შორის სივრცე თანამშრომლობითი საქმიანობისთვის)
- დახურული სივრცე სენსო‐მოტორული აქტივობებისთვის/დარბაზი,
- სამედიცინო მომსახურების სივრცე,
- კვების ბლოკი (სამზარეულო კერძების მოსამზადებელი და სამრეცხაო ზონით და დამხმარე სათავსები (სივრცე/საწყობი მშრალი პროდუქტებისთვის მაცივარ‐დანადგარებით და სივრცე/საწყობი ბოსტნეულისთვის და სხვ.)
- სამეურნეო ზონა ( ნარჩენების, სანიტარულ‐ჰიგიენური დაცვის საშუალებების და სხვა დასაწყობების ადგილი, საქვაბე, წყალსადაწნეო ავზი და სხვა)
- სივრცე მეძუძური დედების მიერ ბავშვების კვებისა და მოვლის უზრუნველსაყოფად (მხოლოდ ადრეული ასაკის 0‐2 წლამდე ჯგუფებისთვის).
- ადრეული და სკოლამდელი განათლების პირველი წლის ჯგუფებში საძინებელი სივრცე მოწყობილია იმავე სართულზე, სადაც ჯგუფური ოთახებია;
- დაწესებულებაში მოწყობილია სამედიცინო მომსახურების სივრცე, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
- დაწესებულებაში არსებობს პანდუსი ან/და ლიფტი/ბაქან ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის;
- თუ დახურული სივრცე სენსო‐მოტორული აქტივობებისთვის/დარბაზი განთავსებულია ნახევარსარდაფში, აღნიშნული სივრცე უზრუნველყოფილია გათბობის სისტემით და ბუნებრივი განათება‐განიავების პირველადი წყაროთი;
- დაწესებულების შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით ან დახურულ ზედაპირიანი ელექტროგამათბობლებით (მხოლოდ მცირეკონტიგენტიანი ‐ არაუმეტეს 2 ჯგუფი/60 ბავშვი შემთხვევაში);
- დაწესებულების შიდა სივრცეები აღჭურვილია შესაბამისი ვიზუალური მინიშნებებით, უზრუნველყოფილია ბავშვის სივრცეში მარტივი ორიენტაცია;
- დაწესებულების ტერიტორიაზე არ არის გამოყენებული აზბესტის შემცველი მასალა;
- დაწესებულებაში არის არანაკლებ ერთი საბავშვო ზომის უნიტაზი ‐ ყოველ 15 ბავშვზე;
- დაწესებულებაში არის არანაკლებ ერთი საბავშვო ზომის ხელსაბანი ნიჟარა ‐ ყოველ 20 ბავშვზე;
- დაწესებულებაში არის არანაკლებ 1 საბავშვო ზომის პისუარი ‐ ყოველ 20 ბიჭზე (არსებობის შემთხვევაში);
- დაწესებულებაში არის 1 ღამის ქოთანი ‐ ყოველ 10 ბავშვზე (არსებობის შემთხვევაში);
- დაწესებულებაში არის არანაკლებ 1 სან.კვანძი/კაბინა პერსონალისთვის;
- დაწესებულებაში მოქმედ სანიტარიულ კვანძებში პრივატულობის დაცვის მიზნით მოწყობილია ტუალეტის კაბინები. ტუალეტის კაბინის კარი იღება გარეთ, აწეულია იატაკის დონიდან და იკეტება შიგნიდან გარედან გაღების შესაძლებლობით;
- დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულია არანაკლებ ერთი ადაპტირებული სან.კვანძი/კაბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ზრდასრულის და ბავშვების ერთ სივრცეში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფილია პრივატულობა);
- დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულია არანაკლებ ერთი ადაპტირებული სან.კვანძი/კაბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისთვის (ზრდასრულის და ბავშვების ერთ სივრცეში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფილია პრივატულობა);
- 25. გარე სივრცედ შენობის სახურავის გამოყენების შემთხვევაში, ყველა სავენტილაციო დგარი დაჯგუფებულია და ცდება სახურავის დონეს არანაკლებ 3მ‐ის სიმაღლეზე;
- თუ დაწესებულება განთავსებულია შენობაში, რომელიც პარალელურად გამოიყენება სხვა საქმიანობისთვის, დაწესებულების ეზოში/გარე სივრცეში გამოყოფილია იზოლირებული სივრცე ბავშვებისთვის;
- ეზოში/გარე სივრცეში განთავსებულია ქვემოთ ჩამოთვლილი სავალდებულო აღჭურვილობა და სივრცეები (შესაძლებელია გამოყენებული იქნეს როგორც ინდივიდუალური, ისე კომბინირებული კონსტრუქცია): მზისგან და წვიმისაგან დამცავი საშუალება/საჩრდილობელი, სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი/კარავი/სივრცე განმარტოებისთვის, სკამები/დასაჯდომი და მაგიდა; სივრცე მოწყობილი და აღჭურვილი დრამატული თამაშებისთვის; საცოცი/ასაძრომი და გასაძრომი კონსტრუქციები; ბალანსის აღჭურვილობა; სივრცე მოწყობილი სენსორული განვითარებისთვის;
- ეზოს/ გარე სივრცის მოწყობილობები ითვალისწინებს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, დამზადებულია გლუვზედაპირიანი მასალისაგან, ხოლო კონსტრუქციული გადაწყვეტა უსაფრთხოა გამოყენების დროს, იგი დამაგრებულია მყარად, არ არსებობს ტრამვის საფრთხე;
- ეზოში/ გარე სივრცეში იმ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ბავშვის გადმოხტომა ან გადმოვარდნა 50 სმ და მეტი სიმაღლიდან, დაფარულია შესაბამისი ზედაპირი რბილი საფარით (მაგ. ხის ანათალით, ნახერხით, ბალახის საფარით, ქვიშით, რბილი ხელოვნური ზედაპირით და სხვა.);
- ეზოს თავშეყრის ადგილებში (მაგრამ არა ფიზიკური აქტივობის ზონებში) გამოყენებულია მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რომელიც ამ თვისებას დასველების შემთხვევაშიც ინარჩუნებს;
- ეზოს/ გარე სივრცის ტერიტორიაზე არის განათების წყარო. უზრუნველყოფილია შენობამდე დაუბრკოლებლად მისვლის საშუალება;
- მინის ტიხრები და კედლები, ასევე შიდა კარები, რომელიც ნაწილობრივ არის შემინული დაფარულია მსხვრევის საწინააღმდეგო ფირით ან/და დამზადებულია ნაწრთობი მინისგან ან/და ისეთი ტექნოლოგით, რომ დამსხვრევის შემთხვევაში ვერ შეუქმნის საფრთხეს ადამიანს;
- მინის გარე ვიტრაჟის შემინულ კედელთან მდებარეობს მინიმუმ 1მ სიმაღლის დამცავი ბარიერი, რომლის კონსტრუქციის ტიპით გათვალისწინებულია ვერტიკალური დგარები ან ბრტყელი ზედაპირი. დგარებს შორის დაშორება არის არაუმეტეს 10 სმ. ბარიერის ზედაპირის სიმაღლე გამორიცხავს მასზე ბავშვის ასვლის შესაძლებლობას;
- უჩარჩოო მინის კარები და მინის ელემენტების შემცველი კარები მარკირებულია, მინის კარების ფრთები მომიჯნავე მინის კედლებისაგან განსხვავებულად არის მარკირებული. კარების სახელურები კარის ფერთან კონტრასტული ფერისაა. მინის კარებზე მარკირება არის ჰორიზონტალურად, ორ სიმაღლეზე ‐ 90 სმ და 150 სმ შესაბამისად. მარკირება არის ძირითად ფონთან კონტრასტული და დატანილი შუშის ორივე მხარეს, რაც ამცირებს ანარეკლს. მარკირების ველი არის არანაკლებ 5 სმ სიგანის;
- თუ ჯგუფურ უჯრედში ფანჯრის რაფის სიმაღლე იატაკის დონიდან 90 სმ‐ზე ნაკლებია, ფანჯრის გარე/შიდა მხრიდან მოწყობილია დამცავი ბარიერი არანაკლებ 100 სმ სიმაღლისა, რომლის კონსტრუქციის ტიპით გათვალისწინებულია ვერტიკალური დგარები ან ბრტყელი ზედაპირი. დგარებს შორის დაშორება არ აღემატება 10 სმ. ბარიერის ზედაპირის სიმაღლე გამორიცხავს მასზე ბავშვის ასვლის საშუალებას;
- დაწესებულების ყველა იმ სივრცეში, სადაც ფანჯრებზე მოწყობილია გაღების მექანიზმი კედლებში მყარად არის ჩამაგრებული და დაჭიმული ნაქსოვი ბადის ბარიერი. მისი მასალა და მოწყობის სპეციფიკაცია უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხოებას და საჭიროების შემთხვევაში, ბადის უმოკლეს დროში ჩაჭრას. ნაქსოვი ბადის კონსტრუქციით გათვალისწინებულ დგარებს შორის დაშორება არის არაუმეტეს 10 სმ და გათვლილია არანაკლებ 30 კგ‐ზე. იმ ფანჯრებზე, სადაც მოწყობილია დამცავი ბადე, ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე განთავსებულია ბადის ჩაჭრისთვის საჭირო მოწყობილობა;
- კიბის უჯრედი მოპირკეთებულია გლუვი, მოცურების საწინააღმდეგო მასალით, რომელიც ინარჩუნებს თავის თვისებებს სველ მდგომარეობაშიც;
- თუ იატაკის ზედაპირი განსხვავებული დონისაა და წარმოქმნის საფეხურს ან/და თუ შენობის შიდა/გარე კიბის საფეხურები არ არის ერთნაირი გეომეტრიის (საფეხურის ზომების, სიღრმისა და სიმაღლის მიხედვით), კიბის დასაწყისში და დასასრულს და ასევე განსხვავებულ საფეხურზე, საფეხურის მთელ სიგანეზე გამოყენებულია თვითწებვადი ლენტი/კონტრასტული ფერები/განსხვავებული სტრუქტურის მასალა/საფეხურის განათებები/გარჩევადი გამაფრთხილებელი ნიშნები;
- დაწესებულებაში ყველა კიბეს ორივე მხრიდან მიუყვება მოაჯირი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კიბეს არ ესაზღვრება კედელი/კედლები) და უწყვეტი სახელური. მოაჯირს აქვს ვერტიკალური დგარები ან ბრტყელი ზედაპირი. ვერტიკალური დგარების შემთხვევაში, მათ შორის დაშორება არ აღემატება 10 სმ. დაწესებულებაში არ არის ხვეული კიბეები. თუ კიბის სიგანე 500 სმ‐ს აღემატება, კიბეზე განთავსებულია დამატებითი მოაჯირი/მოაჯირები. მოაჯირებზე/სახელურზე წვეტიან ელემენტებს არ მოიცავს;
- დაწესებულებაში კიბის უჯრედის სახელურის სიმაღლე ბავშვებისათვის არის 50 სმ‐ია უფროსებისათვის კი არანაკლებ – 85 სმ;
- დაწესებულებაში, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, კოლონებსა და კედლის კუთხეებს აქვთ 5მმ‐იანი რადიუსის მომრგვალება ან შესაბამისი დამცავი, რომელიც არის კონტრასტული ფერის;
- კოლონებზე და სხვა მსგავს ბარიერებზე მარკირება განთავსებულია სამ სიმაღლეზე: იატაკის დონეზე და იატაკის დონიდან 90 სმ და 150 სმ‐ზე;
- ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, კედლებს 200 სმ‐ის სიმაღლემდე არ აქვთ ბასრი კიდეები, წვეტიანი გამოშვერილი ნაწილები და არანაირი ისეთი ელემენტი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს მასთან დაჯახების შემთხვევაში;
- შენობის იმ სივრცეებში, სადაც ბავშვები ხვდებიან, მახვილი კუთხის მქონე გამათბობლები დაფარულია ეკრანით ან ცხაურით, რომელთა კონსტრუქციული მოწყობაც უზრუნველყოფს სველი წესით დასუფთავებას;
- ნათურები დაფარულია დამცავი ფარით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოყენებული არის არამსხვრევადი მასალით დამზადებული ნათურა;
- სარკე (არსებობის შემთხვევაში) დამზადებულია დრეკადი მასალით/სარკის ზედაპირი დაფარულია დამცავი ფირით;
- შენობაში ავეჯი მყარად არის დადგმული/მიმაგრებული იატაკზე ან კედელზე;
- ჯგუფურ ოთახში მაგიდებისა და სკამების რაოდენობა შეესაბამება ჯგუფში ბავშვთა რაოდენობას;
- ბავშვისთვის განკუთვნილი მაგიდებისა და სკამების ძირითადი ზომები შეესაბამება ქვემოთ მოცემულ ცხრილს, არასტანდარტული ბავშვის სიმაღლის ასაკთან შესაბამისად გამოყენებულია მისი სიმაღლის შესაფერისი მაგიდა და სკამი:
0‐დან 2 წლამდე ‐ მაგიდა 34სმ, სკამი18სმ
2‐დან 3 წლამდე ‐ მაგიდა 40სმ, სკამი 22სმ
3‐დან 5 წლამდე ‐ მაგიდა 46სმ, სკამი 26სმ
5‐დან 6 წლამდე ‐ მაგიდა 52სმ, სკამი 30სმ;
- 3 წლამდე ასაკის ბავშვისათვის საწოლის სიგრძე მინიმუმ 120სმ‐ია, სიგანე – 60 სმ. სიმაღლის მარეგულირებლითა და ზღუდით. 3‐6 წლის ასაკის ბავშვისათვის საწოლის სიგრძე 140 სმ‐ია, სიგანე 60სმ. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების, ლეიბის გამოყენება. ასევე დასაშვებია ჩაშენებული 1 ან 2‐სართულიანი საწოლების გამოყენება იმ პირობით, რომ მეორე სართულის საწოლს უნდა ჰქონდეს არაუმცირეს 30 სმ სიმაღლის დამცავი ზღუდე. შესაძლებელია გამოყენებული იყოს სექციური საწოლებიც, რომლის პირველი, მეორე და მესამე იარუსის სიმაღლე ერთად არ აღემატება 125 სმ‐ს;
- ჯგუფური ოთახის თაროები და კარადები განთავსებულია ბავშვისთვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე;
- დაწესებულება აღჭურვილია ინტერნეტთან წვდომის მქონე კომპიუტერით/ებით და მრავალფუნქციური პრინტერით (სკანერის ფუნქციით);
- ადრეული განათლების პირველ, მეორე და სკოლამდელი აღზრდის პირველი წლის ჯგუფების სან.კვანძებში გათვალისწინებულა საფენების გამოსაცვლელი მაგიდა, რომლის ძირითადი აღჭურვილობაა:
ა) სათლი ავტომატური სატერფულით;
ბ) სათავსი საფენებისთვის გამოსაცვლელ მაგიდისთან.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღმა მშობლებს უნდა გააცნოს შვილების შეფასების შედეგები - ავტორიზაციის მესამე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი
„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს