დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების სააგენტომ ტრენინგზე სპეცპედაგოგების ნაცვლად მეთოდისტები გაუშვა? – „ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“
11.06.2023

გორის ბაღების სააგენტოს თანამშრომლები, პოლონეთში, ქალაქ ოჟიშის მერის მიწვევით, სასწავლო ტრენინგზე იმყოფებიან. სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ვახტანგ გიუნაშვილის ინფორმაციით, ტრენინგი ინკლუზიურ, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განათლებას ეხება.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნულ ტრენინგზე ორი წლის წინ გორის ბაღების სააგენტომ ის სპეცპედაგოგები გაუშვა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან, სადაც მოხდა მათი თეორიული გადაამზადება. თეორიულ გადამზადებას უნდა მოჰყოლოდა შემდგომი პრაქტიკული სამუშაოები, რაც ისევ სპეცპედაგოგებს უნდა გაევლოთ.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მეთოდისტებისგან შემდგარ დელეგაციას თავად სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი შათირიშვილიც გაჰყვა.

„წინაზეც გაჰყვა დელეგაციას ხელმძღვანელი, მაშინ დირექტორის მოადგილე, სოსო ვანიშვილი, იყო წასული. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. დეტალები მართლა არ ვიცი, ადრე ვინ იყო და ახლა მეთოდისტები რატომ წავიდნენ. ეს მოხდა ქალაქ ოჟიშის მერის მიწვევით და ვინ მიიწვიეს და რამდენი ადამიანი არ ვიცი“,- ამბობს გორის ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვახტანგ გიუნაშვილი Qartli.ge-სთან.

იხილეთ ასევე:

რა ევალებათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოებს - საბავშო ბაღებში უნდა მოიზიდოს კვალიფიციური კადრები

„მოგვიწევს მშობლების ცნობიერებაზე ზრუნვა“ - კერძო ბაღში თქვენს შვილს მხოლოდ იტოვებენ თუ მის განათლებაზეც ზრუნავენ?

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი