დღის თემა
etaloni.ge
ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობას სკოლამდელი აღრზდის დაწესებულებების წარმომადგენლებიც იღებენ - პროგრამა 11 მუნიციპალიტეტში ხორციელდება
10.06.2023

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბათუმის მუნციპალიტეტის სკოლამდელი აღრზდის დაწესებულებების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში.

პროექტი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ითვალისწინებს მუნიციპალური ბიუჯეტის პროგრამების ანალიზს გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის ინდიკატორების გამოყენებით. აღნიშნულის მიზნით მუნიციპალიტეტებში შეხვედრები იმართება ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია მუნიციპალური ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, შეხვედრის მონაწილეები ავსებენ კითხვარს სადაც აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას მუნიციპალური სერვისების, ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს დახმარება გაეწევათ 2024 წლების საბიუჯეტო დოკუმენტების მომზადებაში და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ დონეზე ლოკალიზებაში. პროექტს ბათუმის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და მესტიის მუნიციპალიტეტებში  „საკონსულტაციო კომპანია CBI“ ახორციელებს.

იხილეთ ასევე:

რა ევალებათ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოებს - საბავშო ბაღებში უნდა მოიზიდოს კვალიფიციური კადრები

სკოლამდელი განათლების ექსპერტობის 460 მსურველიდან მხოლოდ 53 შეირჩა - რა ეტაპებია გასავლელი 150 კადრის შესარჩევად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი