განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სტაჟიორის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.
სტაჟიორის ფუნქციებში ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება შედის, რომელიც მიმართული იქნება სტაჟიორის პროფესიულ ზრდის, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
პირს რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს, უნდა ჰქონდეს უმაღლესი, ბაკალავრის განათლება და იცოდეს:
დამატებითი მოთხოვნები
სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც კარგად ფლობს სახელმწიფო ენას (წერა და მეტყველება) აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, სასურველია განათლების მეცნიერებების, განათლების, განათლების ფსიქოლოგიის, განათლების მენეჯმენტის ან განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.
სტაჟირების გავლის მსურველს უნდა გააჩნდეს:
ა) ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ბ) ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გ) მოტივაცია (რატომ არის დაინტერესებული კანდიდატი ვაკანსიით).
სტაჟირების გავლის მსურველს სასურველია გააჩნდეს:
ა) დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
ბ) კონფლიქტების მართვის უნარი.
სტაჟირების გავლის მსურველმა სასურველია იცოდეს დიზაინის პროგრამები - (Adobe Photoshop, Adobe Illustrato, CorelDRAW ან სხვა.
დამატებითი ინფორმაცია
კონკურსში მონაწილე კანდიდატმა ვებგვერდის - www.hr.gov.ge მეშვეობით, ჩემი რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი ან ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდება სწავლის ფაქტი;
ბ) მიუთითოს 1 (ერთი) რეკომენდატორის ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია).
გ) წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა ჩანდეს თუ რატომ სურს კანდიდატს ცენტრში სტაჟირების გავლა.
სტაჟირების ვადა 3 თვე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
ცენტრის დირექტორს სტაჟიორად დასანიშნად წარედგინება საუკეთესო შედეგების მქონე ის კანდიდატი (კანდიდატები), რომელთა საბოლოო ქულა იქნება ქულათა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 50%-ზე მეტი;
და ბოლოს, სტაჟიორად აყვანის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში, ანაზღაურებას ვერ მიიღებთ.
იხილეთ ასევე: