დღის თემა
etaloni.ge
სიტყვებით თამაში, სადაც მონაწილეობა მთელ ოჯახს შეგიძლიათ
31.10.2022

ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახში განხორციელდეს სიტყვების თანმიმდევრობით დამახსოვრების აქტივობა.

ასეთი აქტივობის დროს დროს  ვითარდება მნიშვნელოვანი უნარები.

ეს უნარებია:

  • მუშა მეხსიერება
  • უშუალო ვერბალური მეხსიერების მოცულობა
  • ყურადღების კონცენტრაცია
  • კატეგორიზაცია

აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ოჯახის წევრების მოტივაცია და ჩართულობა.

აქტივობის აღწერა:

სასურველია, ითამაშოთ მთელმა ოჯახმა ან ოჯახის სამმა წევრმა მაინც. კენჭისყრით აირჩიეთ თამაშის დამწყები. პირველი მოთამაშე ამბობს რაიმე სიტყვას. მაგალითად, სახლი.

შემდეგ მეორე იმეორებს პირველი მოთამაშის მიერ ნათქვამ სიტყვას და ამატებს მეორე სიტყვას. მაგალითად, სახლი, თევზი;

შემდეგი მოთამაშე იმეორებს წინა ორ სიტყვას და ამატებს კიდევ ერთ სიტყვას: სახლი, თევზი, აგური და ა.შ.

ბოლო მოთამაშის შემდეგ პირველი მოთამაშე იმეორებს ყველა ნათქვამ სიტყვას და ამატებს კიდევ ერთ სიტყვას და ა.შ.

წინასწარ შეთანხმდით, რა ტიპის სიტყვების გამოყენება შეგიძლიათ. მაგალითად, მხოლოდ ცხოველების, უსულო საგნების, ბოსტნეულის, გეომეტრიული ფიგურების და ა.შ, რაც კატეგორიზაციის უნარსაც ავითარებს.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი