დღის თემა
etaloni.ge
ბაღს უნდა ჰქონდეს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია - მეორე სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი
09.06.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მიმდინარე წლის ბოლომდე თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსონ. ავტორიზაციის განრიგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის 2024 წელს შედგება და ის დაეფუძნება ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასებების შედეგებს. 2025-2029 წლებში კი, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი დაამტკიცა.

საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები

აღნიშნული წესი ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.

თვითშეფასებაში ჩართული მხარეები კითხვარს ავსებენ, სადაც დაწესებულების შესაბამისობის აღწერაა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.

ავტორიზაციის მეორე სტანდარტის, კურიკულუმის, მიხედვით  დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის კითხვარი შემდეგი სახის არის:

კურიკულუმის დაგეგმვა

დაწესებულებაში უნდა მოქმედებეს კურიკულუმის დაგეგმვის პრაქტიკა

  1. პროგრამის განხორციელებისას დაწესებულება ხელმძღვანელობს წინასწარ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმით.
  2. დაწესებულების მიერ შერჩეული/შემუშავებული კურიკულუმი ხელს უწყობს ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი შედეგების მიღწევას.
  3. კურიკულუმი ეფუძნება თამაშს და ითვალისწინებს ბავშვს, როგორც აქტიურ მონაწილეს საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში.
  4. კურიკულუმი ითვალისწინებს ოჯახთან/თემთან თანამშრომლობას და მათ ჩართულობას.
  5. კურიკულუმი ითვალისწინებს მრავალფეროვან, ასაკისა და განვითარების შესაბამის საქმიანობებს.
  6. კურიკულუმი გაზიარებულია დაწესებულების პერსონალთან და მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან.

კურიკულუმის განხორციელება

  1. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა შეესაბამება კურიკულუმით განსაზღვრულ პერიოდულობას და ხანგრძლივობას.
  2. კურიკულუმის შესაბამისი გეგმა/გეგმების შემუშავება თანამონაწილეობითი პროცესია და ხორციელდება ჯგუფის საგანმანათლებლო პერსონალის მიერ.
  3. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებს.
  4. საგანმანათლებლო პროცესის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტაცია ასახავს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
  5. თამაში/თამაშის ელემენტები საგანმანათლებლო პროცესის, მათ შორის ტრანზიციის წარმართვის ძირითადი ხერხია.
  6. დღის განმავლობაში თითოეულ ბავშვს აქვს სხვადახვა ტიპის თამაშში ჩართვის საშუალება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად როგორც შენობაში, ისე მის გარეთ.
  7. დაწესებულებას შემუშავებული აქვს ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
  8. დაწესებულებაში მოქმედებს საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმი.
  9. დაწესებულებას აქვს კურიკულუმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსი ბავშვთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით.
  10. ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია.
  11. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსების ორგანიზება განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია.
  12. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო რესურსები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია.
  13. ჯგუფების ოთახები მოწყობილია იმგვარად, რომ ბავშვს აქვს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.
  14. საგანმანათლებლო პერსონალი თანმიმდევრულად იყენებს ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს.
  15. შეფასება ემსახურება თითოეული ბავშვის ინტერესების, საჭიროებების, პროგრესის გამოვლენას განვითარების ყველა სფეროში.
  16. შეფასების შედეგები გამოყენებულია საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვისთვის/მოდიფიცირებისთვის.
  17. ბავშვის შეფასების პროცესი ითვალისწინებს ოჯახის ჩართულობას.

კურიკულუმის  შეფასება და განვითარება

დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის კითხვარი

  1. დაწესებულებაში მოქმედებს კურიკულუმის შეფასების პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება საგანმანათლებლო პროცესისა და ფიზიკური გარემოს შეფასებას, უკუკავშირს მშობლებისგან და საგანმანათლებლო პერსონალის თვითრეფლექსიას;
  2. დაწესებულება აანალიზებს კურიკულუმის შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ცვლილებებს კურიკულუმში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა - პირველი სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი