თითოეულ მუნიციპალიტეტში სკოლადელი აღზრის დაწესებულების გაერთიანება თუ სააგენტო არსებობს, რადგან საბავშვო ბაღები ძირითადად მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია.
საბავშვო ბაღების მართვის სადავეებს მუნიციპალიტეტები აიღებენ და პროცესსაც ისინი წარმართავენ
რა ევალებათ და რა არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სააგენტოების ძირითადი მიზნები? ეს დეტალები თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
► უზრუნველყოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის პოლიტიკის განხორციელება;
► უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა;
► კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის ყველა მიმართულების მონიტორინგი;
► ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროცესს;
► ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების პროცესს;
► ხელი შეუწყოს ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეთანხმებულ მუშაობას;
► სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესის ოპტიმალურად წარმართვის, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლების და უსაფრთხოების პრინციპებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება, მათ შორის ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება;
► სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და საკადრო რესურსის მართვის ხელშეწყობა.
სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებისათვის უფლებამოსილია:
► განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ინდივიდუალური შეფასება, სკოლამდელი განათლების მართვის პოლიტიკასთან მიმართებაში;
► განსაზღვროს შეფასების შედეგად პრიორიტეტები, დაგეგმოს ეტაპობრივი განხორციელების სპეციფიური, რეალისტური, დროში განსაზღვრული მიზნები;
► ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტის პრიორიტეტულ დაგეგმარებას;
► ითანამშრომლოს აქტიურად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების პერსონალთან;
► დააკავშიროს ბავშვზე ზრუნვის სხვადასხვა უწყებები სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებთან;
► უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა;
►სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების მიზნით მოიძიოს დაფინანსება ქართული თუ უცხოური ფონდებიდან;
► შეიმუშაოს შიდა და გარე მონიტორინგის სისტემა ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის მიზნით;
► კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს დაფინანსება მუნიციპალიტეტის მერიიდან და განახორციელოს აღნიშნული სახსრების ხარჯვა, მათ შორის, გადაანაწილოს მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე;
► დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს პროდუქციისა ან/და სხვა მომსახურების რეალიზაციის წესი;
► საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, საკუთარი სახელით გამოვიდეს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში;
► წესდებით და კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულების განვითარების პროექტები, მათ შორის: ახალი სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის ორგანიზება; სურსათის პროდუქტების შესყიდვის მიზნით სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ფართების კაპიტალური და მიმდინარე რემონტი; აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობისთვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ეზოების მოწყობა (ატრაქციონები,სათამაშო მოედნები და სხვა) და სხვა ღონისძიებები;
► წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, განახორციელოს, საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვა, კანონით დადგენილი წესით;
► დასახული მიზნის მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება სააგენტოს წესდებასა და მოქმედ კანონმდებლობას.
იხილეთ ასევე: