ბათუმში, სადაც ადრეული განათლებისა და ზრუნვის შესახებ მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ტარდება, მიმდინარეობს სემინარები საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის, რომლებზეც ისინი იღებენ პრაქტიკულ რჩევებსა და გამოცდილებას თამაშით სწავლების შესახებ.
„თამაში ბავშვის ადრეული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია - ავითარებს მეხსიერებას, სოციალურ უნარებს, მუხტავს ბავშვს დადებითი ენერგიით, ასევე ეხმარება ფიზიკურ და მენტალურ განვითარებაში“, - აღნიშნავს კონფერენციის ორგანიზატორი, გაეროს ბავშთა ფონდი.
იხილეთ ფოტოები: