დღის თემა
etaloni.ge
აღმზრდელ-პედაგოგების ტრენერების შესარჩევად მასწავლებლის სახლმა კონკურსის გამოაცხადება დაგეგმა
08.06.2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისა და მენეჯერების პროფესიულ ლიტერატურას ჟურნალების სახით მიაწვდის, სადაც საუბარი იქნება ადრეული განათლების სფეროში მომხდარ ყველა სიახლეზე, აღმოჩენაზე, კვლევებზე მთელი მსოფლიოს მასშატბით, - ამის შესახებ, ბათუმში, ადრეული განათლებისა და ზრუნვის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.

როგორც შუკაკიძე ამბობს, მასწავლებლის სახლი სკოლამდელი განათლების კუთხით სამ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს:

  1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პერსონალის გადამზადებას;
  2. საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
  3. პროექტი - ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა პრაქტიკოსების პროფესიული განვითარების გზით.

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულისთვის ჩვენ შერჩეული გვყავდა 8 ტრენინგ-პროვაიდერი - 8 ორგანიზაცია 28 ტრენერით, რომლებიც შემდეგ გადამზადდნენ. ივნისში კიდევ ვაპირებთ ახალი პროვაიდერებისთვის კონკურსის გამოცხადებას. 2021 წლიდან  დღემდე გადამზადებულია 1 096 აღმზრდელ-პედაგოგი. მათ შორის, ჩვენი ცენტრის მიერ გადამზადებულია 274.... სკოლამდელი განათლების მენეჯერებისთვის ჩატარდა ტრენინგი 12 ჯგუფთან და გადამზადებულია 159 პირი. პრაქტიკოსებს რაც შეეხება, ტრენინგი ჩატარებულია 24 ჯგუფთან და გადამზადებულია 240 პირი. ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგი ჩატარებულია 8 ჯგუფთან და გადამზადებულია 80 პირი“, - ამბობს ბერიკა შუკაკიძე.

იხილეთ ასევე:

ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები

სკოლამდელი განათლების ექსპერტობის 460 მსურველიდან მხოლოდ 53 შეირჩა - რა ეტაპებია გასავლელი 150 კადრის შესარჩევად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი