დღის თემა
etaloni.ge
საჯარო ბაღში დამონტაჟდება ვიდროსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები - პროექტის ღირებულება 4 180 000 ლარია
08.06.2023
თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღი რამდენიმე თვეში ახალ შენობაში დაბრუნდება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად დაათვალიერა, - ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში მდებარე საბავშვო ბაღის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე დიზაინის და სტანდარტების შენობა აშენდა, სადაც ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, 250-მდე აღსაზრდელი ისწავლის. შენობა აღიჭურვება საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად - ადაპტირდება შშმ პირთათვის, მაღალი სტანდარტების კვების ბლოკი იფუნქციონირებს, მოეწყობა შიდა და გარე ეზო, დამონტაჟდება ვიდროსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები", -  განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

N19 საბავშვო ბაღის ჯგუფები ამ დრომდე ახლომდებარე ბაღებში არის გადანაწილებული, ახალი წლიდან კი ისინი ძველ მისამართზე დაბრუნდებიან. ამ ეტაპზე, შენობაში ინტერიერის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დაიწყება ფასადისა და ეზოს მოწესრიგება. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 4 180 000 ლარია.

იხილეთ ასევე:

„უნდა მოითხოვოთ ბავშვის გარიცხვა“ - შეგიძლიათ თუ არა პატარას ბაღიდან ბაღში გადაყვანა

როგორ შეირჩა 7 საბავშვო ბაღი თვითშეფასების პლატფორმის პილოტირებისთვის - „ახალი პროგრამა ძირფესვიანად გაიტესტა“
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი