დღის თემა
etaloni.ge
ვის ავალია განათლების სამინისტროში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი - „აქვს ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების დიდი გამოცდილება“
07.06.2023

2025-2029 წლებში, საბავშვო ბაღებმა, ფუნქციონირების გასაგრძელებლად, ავტორიზაცია უნდა გაიარონ.

ამ ეტაპზე უკვე დასრულდა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ბაღების რეგისტრაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 1704 საჯარო და 323 კერძო ბაღი ფუნქციონირებს.

საბავშვო ბაღებში ავტორიზაციის პროცესებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი კურირებს. ცენტრს განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი ხელმძღვანელობს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი კი ნინო ხითარიშვილი გახლავთ.

ვინ არის ნინო ხითარიშვილი?

განათლების ხარისხის განვითარების ერონული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნინო ხითარიშვილმა 2009 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ხოლო 2016 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.

„ნინო ხითარიშვილი 2015 წლიდან მუშაობს განათლების სისტემაში. სხვადასხვა დროს ის იკავებდა დარგობრივი საბჭოების ადმინისტრაციული მხარდაჭერის ოფიცრის, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარების კოორდინატორისა და კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციებს. ნინო ხითარიშვილს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებისა და ავტორიზაციის დებულების შემუშავების პროცესში, აგრეთვე სხვადასხვა გზამკვლევების, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებისა და თემატური ანალიზების მომზადებაში.

ნინო ხითარიშვილს აქვს ტრენინგების დაგეგმვის და ჩატარების დიდი გამოცდილება, ასევე საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის UNDP, UNICEF, GIZ, WB და British Council თანამშრომლობით.

ის სხვადასხვა დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნინო ხითარიშვილი 2022 წლიდან იკავებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციას“.

იხილეთ ასევე:

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“

საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი