დღის თემა
etaloni.ge
ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის დროს - რას ნიშნავს სტატუსები და რა საბუთი უნდა გეჭიროთ ხელში
07.06.2023

საბავშო ბაღების ნაწილში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახის შვილები, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები...

აღნიშნულ კატეგორიასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება იძლევა.

რას ნიშნავს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი, რომელიც სარგებლობს პრიორიტეტით რეგისტრაციის პირველ ეტაპზე?

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობით სარგებლობენ იმ ოჯახების შვილები, რომლებსაც აქვთ სტატუსი სოციალურად დაუცველი, რეგისტრირებული არიან თბილისში და აქვთ 100 000-ზე ნაკლები ქულა.

რა დოკუმენტი უნდა წარადგინოს ოჯახმა, რომელსაც ჰყავს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე შვილი?

ოჯახმა უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 100 ან ფორმა 50, რომლითაც დადასტურდება ბავშვის გსმ სტატუსი და იკითხება კონკრეტული დიაგნოზი.

რას ნიშნავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი?

მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქის შვილი ნიშნავს იმ ბავშვს, რომლის დაბადების მოწმობაშიც დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მშობლის მონაცემები.

იხილეთ ასევე:

„უნდა მოითხოვოთ ბავშვის გარიცხვა“ - შეგიძლიათ თუ არა პატარას ბაღიდან ბაღში გადაყვანა

„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი