დღის თემა
etaloni.ge
ხალიჩები და დაფები საბავშვო ბაღებისთვის - რომელ ბაღებს დაურიგდა ინვენტარი
06.06.2023

სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მდებარე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, ბაღების გაერთიანებები, ტენდერით თუ გამარტივებული შესყიდვის წესით, სხვადასხვა ინვენტარს ყიდულობენ.

ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, ტენდერის საფუძველზე, სამზარეულოს ინვენტარი - ქვაბები, ტაფები, კონტეინერები, ბოსტნეულის სახეხები, საჭრელი დაფები და ყველა აღსაზრდელისთვის საბავშვო ჭურჭლის ნაკრები შეიძინა, რაშიც 48 852 ლარი გადაიხადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022-2023 სასწავლო წლის მონაცემებით, წტალტუბოს მუნიციპალიტეტში სულ 24 საბავშვო ბაღია, სადაც 1 500 აღსაზრდელი ირიცხება.

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, გამარტივებული შესყიდვის წესით, 39-ე ხელშეკრულების საფუძველზე, ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს, ჯგუფებისთვის, ხალიჩები შეუძინა. 89 ხალიჩა გაერთიანებას 3 738 ლარი დაუჯდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022-2023 სასწავლო წლის მონაცემებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 38 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც 1 798 ბავშვია რეგისტრირებული.

იხილეთ ასევე:

10 წიგნის ჩამონათვალი, რომელიც საბავშვო ბაღებს დაურიგდება - ტენდერი გამოცხადებულია

საბავშვო ბაღებს ლეპტოპები გადაეცათ - სკოლამდელი დაწესებულებები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდულში ჩაერთვებიან

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი