20 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2020 წლიდან-30.09.2021 წლის ჩათვლით);
ბ) 11 საათიდან 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2019 წლიდან-30.09.2020 წლის ჩათვლით);
გ) 12 საათიდან 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2018 წლიდან-30.09.2019 წლის ჩათვლით);
დ) 13 საათიდან 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (დაბადებული ბავშვები: 01.10.2017 წლიდან-30.09.2018 წლის ჩათვლით);
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2023 წლის 13 ივლისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1.ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, (საინფორმაციო ბარათი).
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
2021 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი.