საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს არანაკლებ ხუთწლიანი სტრატეგიული გეგმა - პირველი სტანდარტის თვითშეფასების კითხვარი
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მიმდინარე წლის ბოლომდე თვითშეფასების კითხვარი უნდა შეავსონ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი დაამტკიცა.
საბავშვო ბაღების თვითშეფასების ფორმა და წესი დამტკიცდა - დოკუმენტის დეტალები
აღნიშნული წესი ადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში თვითშეფასების წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.
თვითშეფასებაში ჩართული მხარეები თვითშეფასების კითხვარს ავსებენ, სადაც დაწესებულების შესაბამისობის აღწერაა ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით.
ავტორიზაციის პირველი სტანდარტის, - დაწესებულების მისია და სტრატეგიული განვითარება, - მიხედვით დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლის კითხვარი შემდეგი სახის არის:
დაწესებულების მისია - დაწესებულებას გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცეში და საზოგადოებაში
- დაწესებულების მისია ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას და განსაზღვრავს საკუთარ როლს, როგორც ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ სივრცეს.
- დაწესებულების მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ხედვა.
- დაწესებულების მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ღირებულებები.
- მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
- მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია დაინტერესებულ მხარეებთან.
- მისია, ხედვა და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
სტრატეგიული განვითარება - დაწესებულებაში მოქმედებს დაგეგმვის პრაქტიკა
- დაწესებულებას აქვს სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს და ითვალისწინებს დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.
- სტრატეგიული გეგმა არის არანაკლებ ხუთწლიანი, ციკლური და შესაბამისობაშია დაწესებულების მისიასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან. ის შეიცავს მისიასთან თავსებად მიზნებს და მიზნების შესაბამის ამოცანებს.
- სამოქმედო გეგმა არის ერთწლიანი. ის ეფუძნება სტრატეგიულ გეგმას და დაწესებულების ყოველწლიურ თვითშეფასებას.
- სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია.
- მეთოდოლოგიის შესაბამისად დაწესებულება ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას.
- სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების შედეგები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და გამოიყენება დაწესებულების შემდგომი განვითარებისთვის.
იხილეთ ასევე:
„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს
საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს ამ წესის მიხედვით დანიშნავენ - განათლების მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა