დაგეგმილია სკოლამდელი განათლების სპეციალისტების ხელფასების ზრდა, - ამის შესახებ დღეს, 6 ივნისს, პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, სადაც „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ წარმოადგინა.
„სკოლამდელი განათლების კუთხითაც იქნება ხელფასების ზრდა... სკოლამდელი განათლების კუთხით დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც ბაღების მშენებლობას ეხება. 4-5 წელიწადში 800 000 მილიონიდან მილიარდამდე დაიხარჯება. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ განათლების მიმართულებით სკოლამდელ განათლებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ კუთხით უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ასევე, რა თქმა უნდა, სკოლამდელი განათლების კუთხითაც იქნება ხელფასების ზრდა“, - ამბობს კაკაურიძე.
იხილეთ ასევე:
„თუ საბავშვო ბაღი დამალავს პრობლემას, საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს“ - სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე პარლამენტში იმსჯელეს
„აღმზრდელები სხვა სამსახურებს ეძებენ და თუ ასე გაგრძელდა, საბავშვო ბაღები ბევრ კვალიფიციურ კადრს დაკარგავენ“