2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, ბავშვებს საყოველთაო რეგისტრაცია, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დაიგეგმა.
ამჯერად, ორი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩარიცხვის წესებსა და პირობებს გაგანცობთ.
მცხეთის მუნიცპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წლისათვის ბავშვთა რეგისტრაცია დაიწყო 2023 წლის 1 ივნისს და წარიმართება 3 ეტაპად.
პირველ ეტაპზე 2023 წლის 1 ივნისიდან 2023 წლის 16 ივნისის ჩათვლით განხორციელდება შემდეგი კატეგორიის ბავშვების დარეგისტრირება:
მეორე ეტაპზე 2023 წლის 19 ივნისიდან 2023 წლის 7 ივლისის ჩათვლით განხორციელდეს შემდეგი კატეგორიის ბავშვების დარეგისტრირება:
მესამე ეტაპზე 2023 წლის 10 ივლისიდან კი განხორციელდეს ყველა კატეგორიის ბავშვების დარეგისტრირება.
1.რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი , რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) 2 წლის იქნება.
მცხეთის მუნიციპალიტეტში სულ 29 საბავშვო ბაღია.
მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვა მიმდინარეობს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.
„გთხოვთ, ცენტრში საბუთები წარმოადგინოთ მარტვილის N1 და N2 საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა, ხოლო სოფლის ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა საბუთები წარმოადგინეთ სოფლის საბავშვო ბაღებში“, - იტყობინება მარტვილის სკოლამდელი საგანმანათლებლო_ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი
თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:
მარტვილის მუნიციპალიტეტში სულ 22 საჯარო საბავშვო ბაღია.
იხილეთ ასევე: