დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელებს შორის გამართული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
05.06.2023

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის, „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამოცხადებულ კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

ვინ მიიღებს საუკეთესო აღმზრდელის ტიტულს - დეტალები

„მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023“ თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, ნათია მუმლაძემ მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023“ გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასმათ ლეჟავამ.

,,კონკურსმა „მწვანე ჯილდომ“ დიდი მოტივაცია მომცა. კონკურსის ფარგლებში განვახორციელეთ საინტერესო პროექტები ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ენერგოეფექტურობისა და ნარჩენების მიმართულებით. ჩემმა აღსაზრდელებმა ძალიან კარგად აითვისეს თითოეული თემა. ვცდილობ, აქტივობები დავგეგმო ღია სივრცეში, რადგან ბუნებასთან კონტაქტი მეტ სტიმულს აძლევს ბავშვებს და უფრო მეტ ინტერესსაც იჩენენ. შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი აღმოვჩნდი, მართალი გითხრათ, არ ველოდი. ვეცდები მომავალში კიდევ უფრო მეტად დავაინტერესო და ჩავრთო აღსაზდელები გარემოსდაცვით ღონისძიებებში,“ - თქვა ნათია მუმლაძემ. 

გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანია იმ  პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისებაა, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად.

გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

იხილეთ ასევე:

აღმზრდელმა კი არ უნდა მიუთითოს ბავშვს, მან თვითონ უნდა აირჩიოს და ის გააკეთოს, რაც სურს - პოპულარული პედაგოგიკის პრინციპები

საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს შერჩეული კურიკულუმის შესაბამის მეთოდოლოგიაში მომზადებული პერსონალი - ახალი დოკუმენტი
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი