დღის თემა
etaloni.ge
„ბაღის პერსონალს უნდა მიაწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია“ - რა ევალება განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელის მშობელს
05.06.2023

საბავშვო ბაღში მშობლის თანამონაწილეობას ინკლუზიის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - აღნიშნულია საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში.

მშობლებს შეუძლიათ ბაღის პერსონალს მიაწოდონ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია თავიანთი შვილების შესაძლებლობებისა და საჭიროების შესახებ. ისინი მუდმივად უნდა დაესწრონ ბაღის ინკლუზიური განათლების კოორდინატორის მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ შეხვედრებს, რომელიც ეხება მათი შვილების შეფასების შედეგების გაცნობას და უზიარებენ სპეციალისტებს საკუთარ მოლოდინებს და პრიორიტეტებს პროგრამასთან დაკავშირებით.

აუცილებელია, მშობელი ჩართული იყოს არა მხოლოდ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვაში, არამედ განხორციელების პროცესშიც. მან ბაღთან ერთად უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა აღსაზრდელის მიზნების მიღწევაზე. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ჩართულმა მშობლებმა უნდა მიიღონ მეტი ინფორმაცია საკუთარი შვილის შესახებ განვითარების სხვადასხვა სფეროში და ისწავლონ სახლში იმ სტრატეგიების გამოყენებას რომელსაც ბაღში მასწავლებელი იყენებს.

იხილეთ ასევე:

ბაღის დირექტორის როლი და ვალდებულებები ინკლუზიურ განათლებაში - აღმზრდელის სახელმძღვანელოში გაწერილი დეტალები

საბავშვო ბაღის ჯგუფის აღმზრდელის როლი ინკლუზიურ განათლებაში - „უნდა აირჩიოს აღსაზრდელისთვის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო-სააღმზრდელო მიზნები“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი