დღის თემა
etaloni.ge
როდის გამოცხადდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია - კითხვა, რომლის პასუხსაც ათასობით მშობელი ელოდება
03.06.2023

„2023-2024 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ივლისში. თარიღებისა და წესების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 2-3 კვირით ადრე“, - ასე პასუხობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო მშობლებს, რომლებიც მას მიმართავენ, კითხვით, „როდის დაიწყება ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია?“

როგორც skolamdelebi.ge-ს ამავე სააგენტოში უპასუხეს, ზუსტად არც მათ იციან, როდის გახდება ცნობილი ინფორმაცია აღნიშნული დეტალების შესახებ, რადგან თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ ამის შესახებ მერი, კახა კალაძე, განცხადებას მომავალ კვირას, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთებს.

როგორც ცნობილია, მერიაში სხდომა ყოველი კვირის ოთხშაბათ დღეს იმართება.  

თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია, ტრადიციულად, ყოველი წლის ივნისში ტარდებოდა, რეგისტრაციის ზუსტი თარიღი კი ორი-სამი კვირით ადრე ცხადდებოდა, - ამის შესახებ ინფორმაცია დღემდე დევს თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ვებგვერდზე, www.kids.org.ge და წლებია, ეს ტრადიცია არ დარღვეულა.

შედეგად, ბევრ მშობელს, რომელიც ფიქრობდა, რომ ბავშვის ბაღში დარეგისტრირებას ივნისის თვის დასაწყისში მოახერხებდა, იმედი გაუცრუვდა. როგორც ჩანს, მათ ლოდინი კიდევ ერთი თვე მოუწევთ.

იხილეთ ასევე:

ვის ევალება სკოლამდელი დაწესებულებების კადრების მართვა და აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბაღში ბავშვის ელექტრონულად დარეგისტრირება ვერ მოახერხეთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი