ხვალ, 4 ივნისს, კონკურს „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებული გამოვლინდება.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ფინალში გადასული მონაწილეებიდან „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი გახდება: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების/ბაგა-ბაღის აღმზრდელი/მეთოდისტი და დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
კონკურსში მონაწილეობა შეეძლო დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
კონკურსი, რომლის მიზანად მასწავლებლებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაციის ამაღლება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა, ორ ეტაპად ჩატარდა. პირველი ეტაპი განაცხადების შერჩევა იყო, მეორე - განხორციელებული აქტივობების თუ პროექტების პრეზენტაცია.
სპეციალურმა კომისიამ უკვე გამოავლინა საუკეთესო ათეული, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს ან მეთოდისტს გადაეცემა „მწვანე ჯილდო“.
ვინ გახდება 2023 წლის „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი?
ფინალისტები არიან ბაღის აღმზრდელები:
ნინო ბარბაქაძე - თბილისის N126 ბაგა-ბაღის აღმზრდელი
თინათინ თოდუა - თბილისის საბავშვო ბაღი ,,პინიკონის” აღმზრდელი
ნათია მუმლაძე - თბილისის N19 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი
ხათუნა მღებრიშვილი - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი
ხათუნა სუთიძე - თბილისის N95 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი
ლია ფარეულიძე/მუთოშვილი - ახმეტის მუნიციპალიტეტის ჯოყოლოს საბავშვო ბაღის აღმზრდელი
თამარ ქანთარია - სენაკის N6 საბავშვო ბაღის აღმზრდელი
ანა ჩიტაშვილი - ქალაქ ვალის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელი
ლაურა ჭაავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის საბავშვო ბაღი „რწმენის“ აღმზრდელი
ტატა ჯიქია - ქუთაისის N3 ბაგა-ბაღის მეთოდისტი
ფინალისტები არიან სკოლის პედაგოგები:
ეთერ გეწაძე - 1. სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი 2. სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
ასმათ ლეჟავა - სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების პედაგოგი
ქეთევან მიქაძე - სსიპ ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ნონა პაპუნაშვილი - სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მაღრაანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ხატია რაზმაძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი
მზია საკანდელიძე - სსიპ ქალაქ თბილისის N45 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
მზია სალაძე - 1. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი 2. სსიპ მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
ეკატერინე ტაბატაძე - სსიპ ქალაქ თბილისის N142 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ნინო ფაილოძე - სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი და ქიმიის მასწავლებელი
გვანცა ჭაბუკიანი - სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
კონკურსს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ატარებს. კონკურსი გასული წლის 1-ელ ოქტომბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 20 მარტს შეწყდა.
იხილეთ ასევე:
საუკეთესო და დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებს თანხით დააჯილდოებენ
5 საბავშვო ბაღი, რომელთა ეზოებიც კონკურსის პრიზიორები გახდნენ