ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უფროსების განწყობა და მიდგომა მათთან.
გთავაზობთ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, მარიამ შოვნაძის 9 რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ პატარებთან ურთიერთობისას.
► იმისთვის, რომ ბავშვებმა თვითონ ირწმუნონ საკუთარი უნიკალურობა, ჩვენ უნდა გვჯეროდეს;
► თითოეულ ბავშვს სჭირდება ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო გარემო, უპირობო მიმღებლობა და სიყვარული;
► მზრუნველი პირებისგან სიყვარულის და სითბოს გამოხატვა არ „აფუჭებს“ ბავშვს;
► სწორად ფორმულირებული შექება არ „აფუჭებს“ ბავშვს;
► მუდმივი კრიტიკა არ არის მოტივატორი;
► ასაკობრივი განვითარების მიზანი არ არის კლასში ან ბაღში პირველობა, სხვა ბავშვებთან შედარება;
► სხვა ბავშვებთან შედარება არ არის მოტივატორი, პირიქით ეს ბავშვს თავს აგრძნობინებს თქვენთვის არასაკმარისად;
► მას აქვს უფლება დაუშვას შეცდომა, რადგან ის სწავლებისა და გამოცდილების მიღების პროცესშია, მაგრამ მას ამავდროულად სჭირდება მშობლების მხარდაჭერა კრიტიკისა და განსჯის ნაცვლად;
► ნებისმიერ ასაკში ის ცალკე პიროვნებაა, რომელსაც სჭირდება პატივისცემით მიდგომა, მოსმენა და გათვალისწინება.
იხილეთ ასევე:
„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ელემენტარული ფსიქოლოგიის საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
„მიუღებელია, აღმზრდელი ზოგ მშობელს დეტალურად ესაუბროს, ხოლო ზოგს მიაწოდოს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია“ - სტანდარტი