ახალციხის მუნიციპალიტეტში დასრულდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების და world vision საქართველოს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტი „საბავშვო ბაღის ეზოების მოწყობა“ და გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც.
„ხალხის რჩეული“ გახდება ის ბაღი, რომელიც დაიმსახურებს ყველაზე მეტ მოწონებას“ – კონკურსი
საპრიზო ადგილზე გასული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სპეციალური ჟიურის მიერ დასახელდნენ.
პირველი ადგილის მფლობელი და ხალხის რჩეული გახდა ქალაქ ახალციხის №3 საბავშვო ბაგა-ბაღი. ასევე, პირველი ადგილი დაიკავა ახალციხის №7 საბავშვო ბაგა-ბაღმა. მეორე ადგილზე გავიდა ქალაქის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი, ხოლო მესამე ადგილი ერგო სოფელ ანდრიაწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღს. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის რჩეული კი სოფელ წყრუთის საბავშვო ბაგა-ბაღი გახდა.
გამარჯვებულ საბავშვო ბაგა-ბაღებს გარე სივრცის მოსაწყობი ინვენტარი გადაეცემათ.
იხილეთ ასევე:
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით