დღის თემა
etaloni.ge
რა მოვალეობები აკისრიათ საბავშვო ბაღების მენეჯერებს და რამდენია მათი ანაზღაურება
28.10.2022

საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებში, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისთვის მენეჯერი უნდა შეარჩიონ, დეტალურად არის გაწერილი ის ფუნქცია-მოვალეობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც შერჩეულმა კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს.

მაგალითად, თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღში მენეჯერის პოზიციისთვის ეძებენ პირს, რომლისთვისაც წაყენებული მოთხოვნები ასეთია:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პედაგოგებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შეთავაზება
  • სასწავლო პროგრამის გამართვა, რესურსების შექმნა და სასწავლო გარემოსთვის მორგება
  • სასწავლო პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
  • სხვადასხვა სახის ღონისძიების ორგანიზება
  • მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და განახლება
  • საოფისე დოკუმენტაციის შექმნა, მონიტორინგი და არქივის წარმოება
  • ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა
  • შეხვედრების ორგანიზება როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ

კვალიფიკაცია:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • საბავშვო ბაღის საქმის წარმოებისა და სპეციფიკის ცოდნა.
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, საბავშვო ბაღის მენეჯერის პოზიციაზე ანაზღაურება 400 დან 700 ლარამდე მერყეობს - 9-დან 14 საათამდე მუშაობის შემთხვევაში - 400 ლარი, ხოლო 9-დან 17 სთ-მდე 700 ლარია.

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი