1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, მუნიციპალური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების N2, N3, N16, N21, N15, N23, N6, N8 სასკოლო ასაკის აღსაზრდელებმა ბულვარში აქტივობები წარმოადგინეს.
„სანახაობა დაყოფილი იყო სივრცეებად, სადაც საბავშვო ბაღებმა წარმოადგინეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, ასევე მოწყობილი იყო სახელობო აქტივობების სივრცე. მშობლების ჩართულობით მოეწყო სპორტული აქტივობა“, - იტყობინება საბავშვო ბაღების გაერთიანება.
გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში, ბათუმის ცენტრალურ პარკსა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნეს ზღაპრის გმირებმა, ჯამბაზებმა და მეკობრეები. გაიმართა სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, თამაშები და კონცერტი ბათუმში მოქმედი საბავშვო სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით.
იხილეთ ფოტოები: