საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ინკლუზიური განათლების სივრცეები მოინახულა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებმა მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი, ერთ-ერთ ღონისძიებას N192 ბაღში დაესწრო, სადაც მოწვეული იყვნენ მხიარული ანიმატორები, ასევე, ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა შემეცნებით, სახალისო და გასართობ აქტივობაში.
„მინდა, ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი განვითარებისთვის ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებით აღვნიშნავ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მხარდაჭერისა და მათთვის შესაბამისი თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის მნიშვნელობას. დაგეგმილი გვაქვს არაერთი სიახლე, რომელსაც უახლეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.