დღის თემა
etaloni.ge
ბაღის დირექტორის როლი და ვალდებულებები ინკლუზიურ განათლებაში - აღმზრდელის სახელმძღვანელოში გაწერილი დეტალები
01.06.2023

ინკლუზიური განათლების შესახებ დირექტორის სწორ ინფორმირებულობასა და ხედვაზეა დამოკიდებული ბაღში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა და მისი წარმატებით განხორციელება, - წერია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელის სახელმძღვანელოში.

პუბლიკაციის მიხედვით, ბაღის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ინკლუზია რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მუდმივად საჭიროებს ცვლილებების გატარებასა და სიახლეების დანერგვას.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის ბაღში ჩართვისა და მისი სრულფასოვანი მომსახურებისთვის აუცილებელია, ადმინისტრაციამ გაითვალისწინოს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • ჯგუფის აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება; მათი ტრენინგებით, სემინარებით, თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აღსაზრდელების ეფექტურად მომსახურებისთვის;
  • ჯგუფის აღმზრდელის დასახმარებლად და მხარდასაჭერად ბაღში ინკლუზიური განათლების კოორდინატორის გამოყოფა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ჯგუფის მასწავლებელი, ისე მეთოდისტი, ფსიქოლოგი, ან ბაღში მომუშავე ნებისმიერი სხვა სპეციალისტი;
  • ინკლუზიური განათლების მიმართ პოზიტიური განწყობის შექმნა საბავშვო ბაღში.

სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების წარმატებით დანერგვისთვის აუცილებელია, ბაღის დირექტორმა ხელი შეუწყოს ბაღის პერსონალის მიერ დადებითი განწყობის შექმნას ინკლუზიური განათლების მსოფლმხედველობისადმი. ის ასევე ვალდებულია, ყველა აღსაზრდელის მშობელს მიაწოდოს ინფორმაცია ბაღში დაგეგმილი და მიმდინარე პროცესების შესახებ. ამისთვის მას შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება, მათ შორის, საინფორმაციო პლაკატები, საინფორმაციო ბუკლეტები, შეხვედრები მშობლებთან.

იხილეთ ასევე:

მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს სკოლაში შეიყვანთ - ეს დაბრკოლებებს მინიმუმამდე დაიყვანს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი