განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მილოცვა გაავრცელა, რომელსაც skolamdelebi.ge უცვლელად გთავაზობთ.
„მინდა, ყველა ბავშვს, ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებსა და აღმზრდელებს მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.
ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია, შესაბამისად, მათზე ზრუნვა, მათთვის ღირსეული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბება თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.
პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს თანასწორ და უსაფრთხო გარემოში ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას – განვახორციელებთ არაერთ პროექტსა და ინიციატივას რათა, ხელი შევუწყოთ ბავშვებს, იყვნენ წარმატებულნი როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ მომავალს, მშვიდობასა და კეთილდღეობას!“
იხილეთ ასევე:
რა მიზანი აქვს ბავშვთა დაცვის დღეს და რას აღნიშნავს 1-ელი ივნისის დროშა
„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ