დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბაღში ბავშვის ელექტრონულად დარეგისტრირება ვერ მოახერხეთ
31.05.2023

იმის გამო, რომ იმ აღსაზრდელთა რაოდენობა, რომლებსაც სურვილი აქვთ, საბავშო ბაღებში იარონ, ხშირად აღემატება მისაღები ადგილების რაოდენობას, არსებობს სარეზერვო სიები.   

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო აცხადებს, თუ ელექტრონულად ვერ მოხერხდება ბავშვის დარეგისტრირება, ამ შემთხვევაში, მშობელს უფლება აქვს, მიბრძანდეს სასურველ ბაღში და დატოვოს განცხადება რეზერვში მოხვედრის თაობაზე. ადგილის გამოჩენის შემთხვევაში ეტაპობრივად მოხება მომლოდინეთა რეგისტრაცია.

რას ნიშნავს სარეზერვო სია?

საბავშვო ბაღში არსებული ადგილების შევსების შემდეგ, საბავშვო ბაღი საშუალებას აძლევს მშობლებს მათი შვილის მონაცემები დარეგისტრირდეს მომლოდინეთა სიაში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში ბავშვების როგორც რეგისტრაცია, ისე გარიცხვა - რეგისტრაციის გაუქმება მუდმივი პროცესია, ტრადიციულად, წლის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი ადგილები. ამ შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების მშობლებს უკავშირდება ბაგა-ბაღის ადმინისტრაციას და სთავაზობს ბავშვის რეგისტრაციას. მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ბავშვი ჩაირიცხება სასურველ ბაღში. ასევე, საბავშვო ბაღები, სათათბირო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ადგილებს, გამოყოფენ სექტემბრის პირველ რიცხვებში, რის შემდეგაც იწყება მომლოდინეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახს ატყობინებს ბაღის ადმინისტრაცია".

იხილეთ ასევე:

ვის ევალება სკოლამდელი დაწესებულებების კადრების მართვა და აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისში

შეძლებთ თუ არა ბავშვის თბილისის საჯარო ბაღში ჩარიცხვას, თუ ის დედაქალაქში რეგისტრირებული არ არის

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი