დღის თემა
etaloni.ge
„რამდენად კომუნიკაბელური და კონტქატურია აღმზრდელი, როგორ შეაფასებდით?“ - კითხვები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ მოამზადა
31.05.2023

საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი რომ წარმატებულად წარიმართოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და ბაღს შორის დამყარებული კეთილგანწყობა და ნდობაა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ მშობლებთან კომუნიკაციის ერთ-ერთ ხერხს მიმართა და შეადგინა კითხვარი: „მშობელთა და მეურვეთათვის“.

„ვიმედოვნებთ, მშობლები/მეურვეები გულწრფელად უპასუხებენ ყველა კითხვას. კითხვარი კონფიდენციალურია და არ საჭიროებს იდენტიფიცირებას. გვსურს, გავიგოთ მშობლის/მეურვის აზრი, გავითვალისწინოთ და აღმოვფხვრათ ყველა გამოწვევა, რასაც ხედავთ საბავშვო ბაგა-ბაღში. მშობლის და ბაღის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თქვენი შვილის სწორად გადადგმული „პირველი“ ნაბიჯების და სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის. ველით, თქვენს გულწრფელ პასუხებს“, - წერია ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელმაც აღნიშნული კითხვარიც გამოაქვეყნა.

„გამონახავდით თუ არა დროს, თუნდაც თვეში ერთხელ, რამოდენიმე საათი, თქვენი შვილის ჯგუფში მიიღოთ მონაწილეობა აქტივობაში?“, „რამდენად კომუნიკაბელური  და კონტქატურია აღმზრდელი, როგორ შეაფასებდით?“, „რას ჰყვება ბავშვი ბაღის შესახებ?“, „უხარია ბავშვს ბაღში წასვლა?“, - ეს გახლავთ კითხვების ნაწილი, რომელზეც მშობლებმა პასუხები უნდა გასცენ.

გამოკითხვაში მონაწილეობა შეგიძლიათ აქ მითითებულ ბმულზე - მშობლის კითხვარი.

იხილეთ ასევე:

რა საკითხებში ევალება საბავშვო ბაღს მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება - დეტალები კურიკულუმიდან

განათლების სამინისტრომ საბავშვო ბაღებს დამხმარე სპეციალისტები გამოუყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი