დღის თემა
etaloni.ge
ვის ევალება სკოლამდელი დაწესებულებების კადრების მართვა და აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისში
31.05.2023

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში 4 მთავარი თანამდებობის პირია - დირექტორი, მისი ორი მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი.

სააგენტოს დირექტორად გოგი ჩიქოვანი ახლახან დაინიშნა. მანამდე ის დედაქალაქის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს - კახაბერ გვანცელაძე გოგი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა

ფუნქციები და მოვალეობები სააგენტოს მიერ არის განაწილებული.

სააგენტოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას სრულად ახორციელებს დირექტორი, რომელიც მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სააგენტოს დირექტორს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.

სააგენტოს დირექტორი დამფუძნებელის წინასწარი თანხმობით იძენს და განკარგავს სააგენტოს უძრავ ქონებას, ზედამხედველობს სააგენტოს ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალურ ქონების მართვას, ახორციელებს სააგენტოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შემოწმებისა ან/და ამაღლების ღონისძიებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამაშრომლებსა და სააგენტოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების, ქვედანაყოფების-განყოფილებების) ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს, სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს, უზრუნველყოფს სააგენტოს მიზნების შესრულებას.

საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორს ორი მოადგილე ჰყავს - ირაკლი თურმანიძე და დავით ფანცულაია. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილებები და ფუნქციები ერთი და იგივეა:

სააგენტოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამის მიმართულებებს, სააგენტოს დირექტორის მიერ განსაზღვრული მის საკურატორო სფეროში შემავალი საკითხების და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების ფარგლებში, საერთო კოორდინაციას უწევს მის საკურატორო სფეროში შემავალ სააგენტოს თანამშრომლებს, მათი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელებისას, სააგენტოს დირექტორის დავალებით ასრულებს დირექტორის მოვალეობას, მისი არყოფნის პერიოდში.

კიდევ ერთი თანამდებობა ამავე სააგენტოში გახლავთ ადმინისტრაციის უფროსი, რომლის მოვალეობასაც დავით კეკენაძე ასრულებს.

ადმინისტრაციის უფროსი ხელმძღვანელობს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციას. ადმინისტრაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია: სააგენტოს საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის ხელშეწყობა, სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების სამოქმედო ნორმატიული ბაზით უზრუნველყოფა. სააგენტოში დოკუმენტების ბრუნვის მოწესრიგება, საქმის წარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და ზედამხედველობა, სააგენტოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული (ბალანსზე დარიცხული) ქონების მოვლა, შენახვა, ექსპლუატაცია, სერვერების პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ბავშვთა/აღსაზრდელთა რეგისტრაციის ელექტრონული პორტალის გამართვა, ადმინისტრირება, პროგრამული მომსახურების უზრუნველყოფა, საკადრო პოლიტიკის განხორციელება - სააგენტოში და სააგენტოს მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაგა-ბაღებში კადრების მართვის სტრატეგიისა და საკადრო პოლიტიკის შემუშავება, კადრების მართვის ძირითადი ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელება, სააგენტოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების კვალიფიკაციის შემოწმებისა და/ან ამაღლების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა, სააგენტოსა და ბაგა-ბაღებს შორის ეფექტური კოორდინაციის მექანიზმის განვითარების ხელშეწყობა, სასამართლოში სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილი დეტალების მიხედვით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში სულ 44 შტატიანი და 14 შტატგარეშე თანამშრომელია. სააგენტოს შენახვა კი თბილისის მერიას წელიწადში 2 მილიონამდე თანხა უჯდება.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი განათლების საბჭოს წევრებს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ გაფრთხილება მისცა - „არ მინდა, ის განმეორდეს, რაც შარშან მოხდა“

აღმზრდელი: „საბავშო ბაღებში საშინელი ქაოსი და ხმაურია - აღარც ნერვები შეგვრჩა და აღარც ხალისი“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი