განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ცენტრის „ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა შეხვედრა იმ მუნიციპალიტეტებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან, რომლებიც პირველ ეტაპზე ჩართულები არიან თვითშეფასების განხორცილებაში.
„შეხვედრის თემატიკა შეეხებოდა ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესებს, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხების გაცნობას. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ფარგლებში, სფეროში ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმების ამოქმედების ვალდებულება დელეგირებულ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრზე. კანონის შესაბამისად, 2024 წლის 01 იანვრამდე დაწესებულებებმა ცენტრში უნდა წარმოადგინონ თვითშეფასებები.დაწესებულებების მიერ თვითშეფასების განხორციელება 2023 წლის მაისის თვიდან დაიწყო. პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის „ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში თითოეულ დაწესებულებისთვის გამოყოფილი იქნა თვითშეფასების დამხმარე სპეციალისტი", - ნათქვამია განათლების ხარისხის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“