ფოთში საუკეთესო და დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებს დააჯილდოებენ, - ამის შესახებ ფოთის საკრებულოს მიერ 29 მაისს გამოცემულ დადგენილებაშია ნათქვამი.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების, განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებული პირების მატერიალური წახალისების (ჯილდო) წესის დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო და დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებზე გაიცემა 625 ლარი.
ფულადი ჯილდო აღმზრდელებისთვის წელიწადში ერთხელ გაიცემა.
იხილეთ ასევე:
რა საკითხებში ევალება საბავშვო ბაღს მშობლების განათლებისა და ცნობიერების ამაღლება - დეტალები კურიკულუმიდან
„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ელემენტარული ფსიქოლოგიის საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი