ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საბავშვო ბაღში დეკორაციები აღსაზრდელების მამიკოებმა მოაწყვეს.
„ჩვენი აღსაზრდელების მამიკოები ზრუნავენ საბავშვო ბაღის ეზოს გალამაზებისთვის. მადლობა მათ მოცემული სიტყვის შესრულებისა და დაუზარელი შრომისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ლიხაურის საბავშვო ბაღმა.
მშობლები, ბავშვებისთვის მოწყობილ დეკორაციებზე, თავადაც გაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: