დღის თემა
etaloni.ge
ბაღებში ბავშვების ჩარიცხვის დეტალები 3 მუნიციპალიტეტში - რეგისტრაციის პროცედურები, თარიღები და წარსადგენი დოკუმენტაცია განსხვავებულია
30.05.2023

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში 2023-2024 სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაციის პროცედურები, თარიღები და საბავშვო ბაღებში წარსადგენი დოკუმენტაცია მუნციპლაიტეტების მიხედვით განსხვავებულია.

ამჯერად სამი მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დეტალებს გაგანცნობთ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1 ივნისიდან დაიწყება.

საბავშვო ბაღში ბავშვის მისაღებად მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ კონკრეტულ საბავშვო ბაღს, სადაც სურს შვილის ჩარიცხვა.

საბავშვო ბაღში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ (სამედიცინო ფორმა #IV-100);
  2. ბავშვის ფოტოსურათი 2 ცალი;
  3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ნოტარიულად დამოწმებული;
  4. მშობლ(ებ)ის პირადობის ასლ(ებ)ი;
  5. მშობლების განქორწინების შემთხვევაში-სასამართლოს გადაწყვეტილება/დადგენილება ბავშვის მიმართ მშობლების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მეორე მშობლისათვის ბავშვის მონახულების უფლების შესახებ);
  6. ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  7. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნოტარიულად დამოწმებული;
  8. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფორმა №IV-50 . ასევე, სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასება/რეკომენდაცია ბავშვის ასაკობრივი განვითარებისა და საბავშვო ბაღში ჩართვის თაობაზე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ:

ა) ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;

ბ) იმ აღსაზრდელებს, რომელთა ოჯახის წევრებიც მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;

გ) საბავშვო ბაღში დასაქმებული პერსონალის შვილებს;

დ) სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების შვილებს;

ე) ობოლი და მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე ბავშვებს;

ვ) კონკრეტულ საბავშვო ბაღში მოსიარულე აღსაზრდელების დედ-მამიშვილებს;

ზ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახის შვილებს;

თ) მარტოხელა დედის შვილებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ბავშვთა ჩასარიცხად საბაზისო კონტიგენტის რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე სასწავლო წლის 1 ივნისიდან და შეწყდება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. საბუთების მიღება გაგრძელდება ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ ამ პუნქტში განსაზღვრული ვადის განმავლობაში სააღმზრდელო ჯგუფების (საბაზისო) შევსების შემთხვევაში, ამ კატეგორიის კონტინგენტი ჩაირიცხება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვში.

საბავშვო ბაღში ადგილის გამოთავისუფლების შემთხვევაში სააღმზრდელო ჯგუფში აღსაზრდელის ჩარიცხვა განხორციელდება სააღმზრდელო მომსახურების მიღების მსურველ პირთა რეზერვიდან, სადაც უპირატესობა მიენიჭება ჩარიცხვის პრიორიტეტით მოსარგებლე კონტინგენტს, ხოლო, აღნიშნულ კონტინგენტს შორის ჩარიცხვაზე თანაბარი პირობების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭებათ იმ აღსაზრდელებს, რომელთა ჩარიცხვის თაობაზე განაცხადი უფრო ადრე იქნა დარეგისტრირებული.

„არასრული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში არ მოხდება ბავშვის საბავშვო ბაღში ჩარიცხვა“, - აცხადება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება.

ფოთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 15 ივნისს და გაგრძელდება 15 ივლისამდე.

რეგისტრაცია იწარმოებს სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში, რომლის მისამართია 26 მაისის ქ. N7.


რეგისტრაციის დრო -15:00 საათიდან 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
  2. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ფორმა N100, (ბავშვთა პოლიკლინიკიდან);
  3. მუნიციპალიტეტის ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
  4. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
  5. ბავშვის ფოტოსურათი 3/4-ზე, 4 ცალი.

თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო/ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების  რეგისტრაცია და საბუთების მიღება დაიწყება 2 ივნისიდან და გაგრძელდება 6 ივლისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში, 10-დან 16 საათამდე.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში, რომლის მისამართია თელავი, ჭავჭავაძის ქ.4,  საბუთების მიღება მოხდება შემდეგი განრიგით:

2, 5 ივნისი - N1 ბაგა-ბაღი ;

6, 7, 8 ივნისი - N3 ბაგა-ბაღი;

9, 12, 13 ივნისი - N5 ბაგა-ბაღი;

14, 15 ივნისი - N6 ბაგა-ბაღი;

16, 19, 20 ივნისი - N7 ბაგა- ბაღი;

21, 21, 23 ივნისი - N9 ბაგა-ბაღი;

26, 27 ივნისი - N5  საბავშვო-ბაღი;

28, 29  ივნისი -  N8   საბავშვო- ბაღი;

1 ივლისიდან - 8 ივლისის ჩათვლით შესაძლებელი იქნება დარეგისტრირების დროს გამორჩენილი დოკუმენტების წარდგენა და რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვების გადანაწილება სხვადასხვა ბაღებში 10-დან 17 საათამდე.

სოფლის ბაღში რეგისტრაციისათვის უნდა მიბრძანდეთ სოფლის ბაგა-ბაღში.

ბაღში ბავშვის რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი საბუთები:

  1. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი - არ საჭიროებს ნოტარიულად დამოწმებას.
  2. ბავშვის ფოტოსურათი 3/4-ზე 2 ცალი.
  3. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
  4. ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N100 აცრების მითითებით.

იხილეთ ასევე:

ამ საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყება და პრიორიტეტით ისარგებლებენ ბაგა–ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა შვილები - ყველა დეტალი

საბავშვო ბაღების ნაწილში რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ცნობილია - დოკუმენტები, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უნდა წარადგინოთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი