დღის თემა
etaloni.ge
ბაღის მეთოდისტი: „კრეატიულობისთვის, გუაშის ნაცვლად, ტალახი გამოვიყენეთ“
29.05.2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის საბავშვო ბაღში უჩვეულო აქტივობა ჩაატარეს - პატარებმა ბაღის ეზოში ტალახით დახატეს.

როგორც ბაღის მეთოდისტი, ფიდან ოჯარხვერდიევა skolamdelebi.ge-სთან ამბობს, გუაშების ნაცვლად, მეტი კრეტიულიბისათვის, ტალახით დახატეს. 

 

„აქტივობის თემა იყო „ნასწავლი სიტყვების ხატვა ტალახით“. ჩვენი ბაღი აზერბაიჯანულია და ბავშვები სწავლობენ ქართულს ბილინგვური მეთოდით. აქტივობა ქართული ენის პედაგოგ ნანა ნადირაძესთან ერთად შევასრულეთ - ქარულად ეუბნებოდა სიტყვებს და ბავშვები იმ საგნებს ხატავდნენ. გამოვიყენეთ ბუნებრივი მასალა, მიწა და ბავშვებთან ერთად გავაკეთეთ ტალახი. ეს მეტი კრეატიულობისთვის გავაკეთეთ და შედეგიც ასეთივე გამოვიდა. შემდეგ კი მოვაწყეთ ჩვენი ნამუშევრების გამოფენა. აქტივობა  გამოვიდა ძალიან სახალისო, პოზიტიური და საინტერესო. ყველა აღსაზრდელი გახარებული იყო. ვფიქრობ, კიდევ გავიმეოროთ და უფრო მეტი კრეატიულობაც შევძინოთ მომავალში მსგავს აქტივობას“, - გვითხრა მეთოდისტმა.

იხილეთ ასევე:

„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ელემენტარული ფსიქოლოგიის საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი

„ხალხის რჩეული“ გახდება ის ბაღი, რომელიც დაიმსახურებს ყველაზე მეტ მოწონებას“ – კონკურსი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი