დღის თემა
etaloni.ge
„ვინც საბავშვო ბაღში მუშაობს, ფსიქოლოგიის ელემენტარული საფუძვლები უნდა იცოდეს“ - სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
29.05.2023

„ყოველ სიტყვას,  ყოველ შეხებას, ყოველ მზერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა მიმართულებით წარიმართება ბავშვის განვითარება და მისი პიროვნებად ჩამოყალიბება“, - ამის შესახებ ქართველი ახალგაზრდა ქალბატონი, ირა ჩერქეზიშვილი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და იქ საბავშვო ბაღში, სოციალ-პედაგოგად მუშაობს, სოციალურ ქსელში წერს.

„ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეხება უწევს საბავშვო ბაღებში ბავშვებთან, უნდა ფლობდეს თეორიულ ცოდნას და  უნარებს, რათა უზრუნველყოს ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა ბავშვებზე. იქნება ეს კვება, ტუალეტში გასვლა, ჩაცმა, სამოსის გამოცვლა თუ მოსვენება, ყველაფერ ამას სჭირდება ძალიან მაღალი სენსიტიურობა და ფსიქოლოგიის ელემენტარული საფუძვლების ცოდნა.

ამის გათვალისწინებით, განვითარებულ ქვეყნებში უკვე კარგა ხანია ძიძის და თანაშემწის პოზიციები აღარ არსებობს. პედაგოგიური და კერძოდ ადრეული პედაგოგიკის განათლების გარეშე პირებს, რომლებიც გადიან პრაქტიკას, ეკრძალებათ ბავშვებთან უმეთვალყურეოდ დარჩენა, ტუალეტში გაყოლა, გამოცვლა, აქტივობები და ა.შ. ამასთანავე, აბსოლუტურად ყველამ,  ვინც დასაქმებულია საბავშვო ბაღებში, იქნება ეს აღმზრდელი, დამლაგებელი, მზარეული პრაქტიკანტი თუ მნე, უნდა წარადგინოს ცნობა იმის შესახებ, რომ ნასამართლევი არ არის. ამ ცნობის განახლება ხდება 5 წელიწადში ერთხელ“, - წერს სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი.

იხილეთ ასევე:

„ხელფასიც ნორმალურია, პრემიებიც არის, 32-დღიანი შვებულებაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც“ - როგორ პირობებში მუშაობენ გერმანიაში ბაღის აღმზრდელები

„აღმზრდელებს დაბალი კვალიფიკაცია აქვთ“ - როგორ აპირებენ მუნიციალიტეტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრობლემის მოგვარებას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი