თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვთა უსაფრთხოების მიმართულებით მონიტორინგს აწარმოებს.
სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, მონიტორინგის ფარგლებში თბილისის N205 და N48 ბაღებს ეწვია.
როგორც საბავშო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გვანცელაძემ, აღნიშნულ ბაღებში შეამოწმა როგორც კვებითი, ისე ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობა.
„პარალელურად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებს თბილისის ბაღებში საქმისწარმოების, ბავშვთა აღრიცხვიანობისა და მეთოდოლოგიის კუთხით განხორციელებულ სამუშაოებს“, - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: