დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მიერ შემუშავებული მისიით, გეგმით, მეთოდოლოგიითა და წესებით 15 საბავშვო ბაღი იხელმძღვანელებს
29.05.2023

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ფარგლებში, 23 მაისს, ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში სააღმზრდელო დაწესებულებების ავტორიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრას საბავშვო ბაღების თანამშრომლები,  საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მშობლები ესწრებოდნენ.

სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ  შეიმუშავა და დამსწრეებს გააცნო:

  1. დაწესებულების მისია, ხედვა, ღირებულებები;
  2. სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმს;
  3. (ა)იპ-თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრატეგიული გეგმა;
  4. ა(ა)იპ-თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სამოქმედო გეგმა (1 წლიანი -2023 წელი);
  5. საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის დოკუმენტი (წესი);
  6. ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გეგმის შედგენის წესი;
  7. ბავშვთა ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია;
  8. საგანმანათლებლო პროცესის რესურსებით შეუფერხებლად უზრუნველყოფის მექანიზმის მეთოდოლოგია და სხვა დოკუმენტაციები.

ფოთის მუნიციპალიტეტში 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესს 1634 ბავშვი გადის. ბაგა-ბაღებში, დასაქმებულია ჯამში 158 აღმზრდელი, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი.

იხილეთ ასევე:

„რისთვის არსებობს ჩვენი ბაღი?“ - როგორ უნდა ჩამოაყალიბოს სკოლამდელმა დაწესებულებამ ახალი სტანდარტით საკუთარი მისია

სკოლამდელი დაწესებულების მისია და აღმზრდელების ვალდებულებები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი