დღის თემა
etaloni.ge
შეძლებთ თუ არა ბავშვის თბილისის საჯარო ბაღში ჩარიცხვას, თუ ის დედაქალაქში რეგისტრირებული არ არის
29.05.2023

შევძლებ თუ არა ბავშვის დარეგისტრირებას თბილისის საჯარო ბაღში, თუ არ ვართ რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტში? - ეს ის კითხვაა რომელსაც მშობლები ხშირად სვამენ.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განმარტავს, რაიონში რეგისტრაცია თბილისის ბაღებში რეგისტრაციაში ხელს არავის უშლის. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია ელექტრონულად თბილისის საჯარო ბაღში, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

გარდა ამისა, თბილისის საჯარო ბაღში შესაძლებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ბავშვის რეგისტრაციაც. ამისათვის მშობელმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს, სადაც ბავშვს მიენიჭება ბინადრობის ნებართვა და შესაბამისი 11-ნიშნა პირადი ნომერი.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, რა საბუთები უნდა წარადგინოთ ბაღში და როდის?

თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, სადაც მიიღებთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა:

  • დაბადების მოწმობის ასლი
  • 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული)
  • ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა
  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი

აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე.

როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, ამის შესახებ ჯერ თავადაც არ იციან და დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

იხილეთ ასევე:

ამ საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ივნისს დაიწყება და პრიორიტეტით ისარგებლებენ ბაგა–ბაღების გაერთიანების თანამშრომელთა შვილები - ყველა დეტალი

საბავშვო ბაღების ნაწილში რეგისტრაციის ვადები და ეტაპები ცნობილია - დოკუმენტები, რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში უნდა წარადგინოთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი